ავტორიზაცია

გერმანული კლუბი გიულერის და ენდრიკის ტრანსფერზე მუშაობს

გერმანული კლუბი გიულერის  და ენდრიკის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 08 Mar 2025, 10:01
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას სურს, რომ არდა გიულერმა და ენდრიკმა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ და მზად არიან ფეხბურთელები იჯარის წესით გაუშვან.

სამეფო კლუბის ახალგაზრდა შემტევების დამატება არაერთ კლუბს სურს, თუმცა, ყველაზე მეტად ლაიპციგი აქტიურობს — გერმანული გუნდი მზად არის ორივე ფეხბურთელი იჯარით გაიფორმოს.

მიმდინარე სეზონში არდა გიულერმა რეალის მაისურით 29 მატჩში 3 გოლი და 5 ასისტი გაიფორმა, ხოლო ენდრიკის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 6 გატანილი გოლია.