ავტორიზაცია

VIDEO: საინტერესო ბლიცი ხულიან ალვარესთან

VIDEO: საინტერესო ბლიცი ხულიან ალვარესთან
თარიღი 11 Mar 2025, 19:04
გთავაზობთ ბლიცინტერვიუს, ატლეტიკოს ერთ-ერთ ლიდერთან, ხულიან ალვარესთან.

- ვინ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გაგონებაზე გახსენდება?

- ლიონელ მესი.

- ვინაა შენი ყველა დროის ფავორიტი ფეხბურთელი?

- ლიონელ მესი.

- ვის უგებ მოედანზე უსიტყვოდ ყველაზე მეტად?

- ანტუან გრიზმანს.

- რომელია საუკეთეოს გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გაგიტანია?

- ცოტა ხნის წინ, ლევერკუზენის კარში გატანილი.

- რომელ ფეხბურთელთან შეგიძლია კომუნიკაცია სიტყვების გარეშე?

- როდირგო დე პოლთან.

- ერთი რამ, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სხვა ფეხბურთელისგან მოიპარავდი?

- ჰოლანდის თავური, ვინისიუსის დრიბლინგი. ცოტ-ცოტა ყველაფერს.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 90-ე წუთზე პენალტს ვის დაარტყმევინებდი?

- გრიზმანს ან ანხელ კორეას.

- ვინა ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისი ნომერიც გაქვს?

- ლიონელ მესი.

- ვინაა ყველაზე ძლიერი მცველი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?

- კუტი რომერო.

- ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანებიდან, ვის შეხვდებოდი?

- მარადონას.

- დაასახელე სხვა გუნდის სტადიონი, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ატმოსფეროა...

- დორტმუნდი ან მიუნხენი.