ავტორიზაცია

მხოლოდ მესიზე უკან — რაფინიას დაუჯერებელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

მხოლოდ მესიზე უკან — რაფინიას დაუჯერებელი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 12 Mar 2025, 21:43
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში (3-1), რაფინია ბელოლიმ ბენფიკას დუბლი შეუსრულა.

ბრაზილიელი შემტევი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ზემოხსენებულ ტურნირზე უკვე 11 გოლი დაუგროვდა — აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი ბარსელონას ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი გაიტანა.

ამასთან, ბელოლი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში ერთადერთი ბრაზილიელია, რომელმაც ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლი შეაგდო. “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა ლიდერმა ისეთი ვარსკვლავები ჩამოიტოვა, როგორებიც ნეიმარი, რივალდო, კაკა და სხვები არიან.

გარდა ამისა, რაფინია ბარსაში გატანილი გოლების რაოდენობით თანამემამულე რონალდო ნაზარიოს დაეწია - ორივეს ანგარიშზე 47 ბურთია.

რაფინიას მთელი ტურნირი წინ აქვს და შეუძლია, რეკორდების დამხობა განაგრძოს.

რაც შეეხება ბარსელონას — ჰანსი ფლიკის გუნდმა ბენფიკა ორმატჩიან დუელში 4-1 დაამარცხა და 1/4-ფინალში დორტმუნდს ან ლილს დაუპირისპირდება.