ავტორიზაცია

ესპანური გრანდი ენცო ფერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური გრანდი ენცო ფერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 14 Mar 2025, 11:35
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამიზნე გახდა. ამის შესახებ TEAMtalk იუწყება. 

წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალი" არგენტინელი ნახევარმცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეეცდება. 

აღსანიშნავია, რომ თავად ფერნანდესი მზადაა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლისთვის. 

მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ფერნანდეშის კონტრაქტი "ჩელსისთან" 2032 წლამდეა გათვლილი.