ავტორიზაცია

ბუფონის შვილის პროფესიონალური დებიუტი და გამოძახება ჩეხეთის ნაკრებში

ბუფონის შვილის პროფესიონალური დებიუტი და გამოძახება ჩეხეთის ნაკრებში
თარიღი 14 Mar 2025, 18:27
ცოტა ხნის წინ, პროფესიონალურ ფეხბურთში, ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილის, ლუი ტომას ბუფონის დებიუტი შედგა.

ლუიმ სერია B-ში მოასპარეზე პიზას რიგებში ითამაშა (სპეციას წინააღმდეგ), რომელსაც ფილიპო ინძაგი წვრთნის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბუფონი ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს - ვინაიდან დედამისი ჩეხია, ლუის სანაკრებო დონეზე ამ ქვეყნის წარდგენა შეუძლია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასაკობრივ ნაკრებში თამაში მას მომავალში იტალიის ეროვნული გუნდის არჩევაში ხელს არ შეუშლის (რა თქმა უნდა, თუ გამოიძახებენ). 

მამისგან განსხვავებით, 17 წლის ლუი ტომასი შემტევია, კერძოდ, მარცხენა ვინგერი.

პიზა სერია B-ში მე-2 ადგილს იკავებს და, შესაძლოა, 1991 წლის შემდეგ პირველად, იტალიის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდეს.