მილანში დიდი ცვლილებები დაანონსდა — სეზონის ბოლოს გუნდს 15 ფეხბურთელი დატოვებს

მილანში მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც კლუბის გეგმებში აღარ შედიან და სეზონის ბოლოს გუნდს აუცილებლად დატოვებენ.
სიაში ბევრი ისეთი ფეხბურელია, რომელიც ახლა იჯარის წესით სხვა გუნდში თამაშობს, თუმცა ზაფხულში მათი უკან, "როსონერიში" დაბრუნება არ განიხილება.
ისმაელ ბენასერი
პიერ კალულუ
მარკო პელეგრინო
დევის ვასკესი
ლორენცო კოლომბო
იასინ ადლი
ტომაზო პობეგა
ალექსის სალმაკერსი
მარკო ლაზეტიჩი
ნოა ოკაფორი
ალვარო მორატა
დივოკ ორიგი
ლუკა იოვიჩი
ემერსონ როიალი
სამუელ ჩუკვუეზე
რუბენ ლოფტუს-ჩიკი
ბოლო მომენტში თუ რამე არ შეიცვალა, ეს ფეხბურთელები 2025/26 სეზონს აუცილებლად სხვა გუნდებში დაიწყებენ. მათი მილანური ისტორია ზაფხულში დასრულდება.
სიაში ვერ მოხვდნენ ტეო ერნანდესი და ფიკაიო ტომორი, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. გასარკვევია ალესანდრო ფლორენცის ამბავი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა არის შანსი იტალიელს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივონ.
და ბოლოს, ტამი აბრაჰამი, კაილ უოკერი, ჟოაუ ფელიქსი და რიკარდო სოტილი, ეს ფეხბურთელები მილანში იჯარის წესით თამაშობენ და მათი მომავალი ზაფხულში გადაწყდება.