როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში "ლიონი" საკუთარ მოედანზე "ლე ავრს" დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი გიორგი მიქაუტაძის ბენეფისად იქცა. 24 წლის ფორვარდი მოედანზე 77-ე წუთზე რაიან შერკის ნაცვლად შევიდა.
ქართველმა შემტევმა 78-ე წუთზე მალიკ ფოფანას გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავად შეაგდო და "ლიონი" დააწინაურა. 90+6 წუთზე კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ "ჟორჟმა" Sofascore-სგან 9.4 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.