“საქართველო სამაგალითოა” | ვან ’ტ სხიპი - სომხეთის მწვრთნელი

ერთა ლიგაზე, საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გასამართი მატჩის წინ, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ’ტ სხიპმა პრესკონფერენცია გამართა.
“საქართველო საკმაოდ ძლიერი და პროგრესირებადი გუნდია. პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც წარმატებების მიღწევა სურთ, ისინი სამაგალითონი არიან.
მიქაუტაძეს დიდ სათამაშო დროს არ ვაძლევდი, რადგან მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელები მყავდა. მიხარია, რომ ახლა გიორგი თავის გუნდში კარგად ასპარეზობს.
სახლში ვთამაშობთ და მნიშვნელოვანია, ქომაგების წინაშე სასურველ შედეგს მივაღწიოთ,” — ვან ’ტ სხიპი.
საქართველო ერთა ლიგის პლეიოფში, B დივიზიონში დარჩენისთვის სომხეთთან ორმატჩიან დუელში იბრძოლებს. პირველი დაპირისპირება 20 მარტს, ერევანში შედგება, 3 დღის შემდეგ კი, განმეორებით მატჩს თბილისი უმასპინძლებს.
რაც შეეხებათ ვან ’ტ სხიპსა და მიქაუტაძეს - ნიდერლანდელ სპეციალისტს ქართველი ფეხბურთელი აიაქსში ჰყავდა, მაგრამ გიორგიმ მის ხელში სულ 4 მატჩი ჩაატარა (თანაც, მხოლოდ 87 წუთი).