ავტორიზაცია

გოგლიჩიძე: "ბოლომდე ვიბრძოლე და საქართველოს ნაკრების მაისურით სულ ასე იქნება"

გოგლიჩიძე: "ბოლომდე ვიბრძოლე და საქართველოს ნაკრების მაისურით სულ ასე იქნება"
თარიღი 21 Mar 2025, 02:03
სომხეთთან მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც დაცვის ხაზში ფაქტობრივად უშეცდომო იყო.

მატჩის შემდეგ, გოგლიჩიძემ კომენტარი გააკეთა და გამარჯვების ემოციები გაგვიზიარა.

"ყველა მომენტში ბოლომდე ვიბრძოდი და საქართველოს ნაკრების მაისურით სულ ასე იქნება. ბედნიერი ვარ გამარჯვებით და იმით, რომ კარი მშრალად შევინახეთ.

დამაჯერებელი გამარჯვება კარგია, მაგრამ შემდეგ თამასზე უნდა გადავერთვოთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - განაცხადა გოგლიჩიძემ.