ხვიჩა კვარაცხელია: შესაძლოა, მე და ჩემმა ძმამ ერთადაც ვითამაშოთ

“ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მას აქვს შესაბამისი თვისებები, რომ კარგი ფეხბურთელი გახდეს, ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და დიდი გზაა გასავლელი. თვითონაც ყველაფერი იცის, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ფეხბურთის თამაში მარტივი ნამდვილად არ არიას, უამრავი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო, თუ ამ ყველაფრისთვის მზად იქნება ის აუცილებლად ითამაშებს. მთავარია გააგრძელოს შრომა, ჰქონდეს მიზანი, რათა თავის ოცნებები აიხდინოს,” - ამის შესახებ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ერთა ლიგის პლეიოფის (B დივიზიონში დასარჩენად) საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.