VIDEO: სენსაცია და სკანდალი ქალთა ფეხბურთში — ისტორიაში პირველად, ბარსელონამ რეალ მადრიდთან წააგო

დღეს, ქალთა ლა ლიგაში სენსაცია მოხდა - ისტორიაში პირველად, ბარსელონა ელ კლასიკოში, რეალ მადრიდთან დამარცხდა.
ამ გუნდებს შორის გამართული წინა 18 დაპირისპირება ბარსას გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ დღეს "ლოს ბლანკოსმა" 3-1 მოიგო. მადრიდელთა მხრიდან გოლები ალბა რედონდომ და ქეროლაიმ უეირმა (2) გაიტანეს, ბარსას რიგებიდან კი მეტოქის კარი ქეროლაინ გრემ ჰანსენმა აიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი საკმაოდ სკანდალურიც გამოდგა: მე-80 წუთზე, როცა ანგარიში 1-1 იყო, მსაჯებმა კატალონიელებს 100%-იანი გოლი გაუუქმეს - არბიტრებმა არარსებული თამაშგარე დააფიქსირეს და აშკარად შეცდნენ.

მიუხედავად ამ წაგებისა, ბარსელონა შესანიშნავ სეზონს ატარებს: ბარსას გოგონები ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობენ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური თითქმის განაღდებული აქვთ, ესპანეთის სუპერ თასი უკვე აღმართეს და კოპა დე ლა რეინას ფინალში არიან, ისევე, როგორც კატალონიის თასის ფინალშიც..... pic.twitter.com/g6bc74tfy5
— Barça Femení (@BarcaFem) March 23, 2025