ავტორიზაცია

VIDEO: 4-1 მონუმენტალზე — არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა

VIDEO: 4-1 მონუმენტალზე — არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა
თარიღი 26 Mar 2025, 06:00
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურში, არგენტინა მონუმენტალზე ბრაზილიას დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

მატჩის სტარტზევე ხულიან ალვარესმა გაიტანა, მალევე კი ენცო ფერნანდესმა არგენტინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, კრისტიან რომეროს შეცდომის გამო, მატეუს კუნიამ 1 გოლი გაქვითა, მაგრამ ალექსის მაკ ალისტერმა სხვაობა კვლავ 2-ბურთიანი გახადა — პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, შეცვლაზე შემოსულა ჯულიანო სიმეონემ, უძლიერესი დარტყმით, ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 4-1 — მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას ლიონელ მესი არ ჰყავდა, ბრაზილია მაინც გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ “ალბისელესტე” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. ბრაზილიას, გოლის გარდა, სახიფათო მომენტი, პრაქტიკულად, არ ჰქონია და კარში ზუსტად მეტჯერ ვერც დაარტყა. ერთადერთი გამორჩეული ეპიზოდი რაფინიას ჯარიმა იყო, რომელიც ხარიხას გაარტყა.


არგენტინა 4-1 ბრაზილია

⚽️ 1-0 | ალვარესი 4’ (არგენტინა)

⚽️ 2-0 | ე. ფერნანდესი 12’ (არგენტინა)

⚽️ 2-1 | კუნია 26’ (ბრაზილია)

⚽️ 3-1 | მაკ ალისტერი 37’ (არგენტინა)

⚽️ 4-1 | სიმეონე 71’ (არგენტინა)



საინტერესოა, რომ არგენტინის მუნდიალზე გასვლა, ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდა, რადგან ბოლივიამ ურუგვაის ვერ მოუგო. 14 ტურის შემდეგ, ლიონელ სკალონის გუნდს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

სხვა მატჩები ⤵️

ბოლივია 0-0 ურუგვაი

ჩილე 0-0 ეკვადორი

კოლუმბია 2-2 პარაგვაი

ვენესუელა 1-0 პერუ