ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება — რეალი არსენალს ესტუმრება, ბაიერნი ინტერს უმასპინძლებს

4 კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი 1/4 ფინალური ეტაპით ბრუნდება და დღეს 2 მატჩი გაიმართება.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის რეალი ლონდონში ჩავა და 2026 წლის შემდეგ, არსენალს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დაუპირისპირდება.
გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში 2006 წელს, 1/8 ფინალში შედგა და მაშინ, მეთოფეებმა ორმატჩიან დუელში მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება — სამეფო კლუბს სხვადასხვა მიზეზებით კარვახალი, სებალიოსი, მილიტაო, ლუნინი და ჩუამენი ვერ დაეხმარებიან. ლონდონელების მხრიდან კი კალაფიორი, გაბრიელი, ჟესუსი, ჰავერცი, სტერლინგი და ტომიასუ ვერ ითამაშებენ.
1/4 ფინალამდე მოსასვლელად, რეალმა შედარებით დიდი გზა გაიარე, ვიდრე არსენალმა. სამეფო კლუბს ლიგის ფაზის შემდეგ პლეი-ოფში მოუწია სიტის დამარცხება, ხოლო შემდეგ, 1/8 ფინალში ატლეტიკოს აჯობა. არსენალი კი პირდაპირ 1/8 ფინალში გავიდა და პსვ-ს მარტივად, ორი მატჩის ჯამში 9-3 მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები
დღევანდელი სათამაშო დღის მეორე შეხვედრა მიუნხენში გაიმართება, სადაც ბაიერნი ალიანს არენაზე მილანის ინტერს უმასპინძლებს.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ორივე მატჩი გერმანულმა კლუბმა ერთნაირი ანგარიშით, 2-0 მოიგო. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი უპირატესობა რეკორდმაისტერის მხარეს არის — 4 მოგება და 1 მარცხი.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძლებს ნოერი, დევისი, იტო, უპამეკანო, კომანი და მუსიალა ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრებს დუმფრისი, ჟელინსკი, ტარემი და ასლანი დააკლდებათ.
ბაიერნმა ლიგის ფაზის შემდეგ პლეი-ოფში გადაინაცვლა, სადაც ორმატჩიან დუელში სელტიკი 3-2 დაამარცხა, ხოლო 1/8 ფინალში ლევერკუზენს მარტივად, 5-0 აჯობა. ინტერმა კი მე-4 ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში ფეინოორდს 4-1 მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ორივე მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს

TOP 10 | საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელები ისტორიაში
გავლენიანმა გამოცემა Givemesport-მა ისტორიაში 10 საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ...

ვინ შეცვლის სიმონე ინძაგის? — მთავარი კანდიდატი ცნობილია
მილანის ინტერის და სიმონე ინძაგის 4 წლიანი ისტორია დასრულდა — იტალიელმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა და...

პორტუგალიამ გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის 1/2 ფინალში, გერმანიამ ალიანს არენაზე პორტუგალია მიიღო და და...

"ხვალ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ეროვნული ნაკრების მაისურით" - გიორგი ლორია
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ხვალ, ამხანაგურ მატჩში ის ფარ...

ბარსელონამ ახალი მეკარე დაიმატა
ესპანელი მეკარე, ჟოან გარსია ესპანიოლიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
ესპან...

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევრო 2025-თვის ცნობილია
2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობ...

სიმონე ინძაგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
სიმონე ინძაგი მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ ალ...

მანჩესტერ სიტიმ ნიდერლანდელი ნახევარმცველი დაიმატა
ნიდერლანდელი ფეხბრურთელი, ტიჯანი რეინდერსი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.

მაიკ მენიო ინგლისის პრემიერ ლიგას უახლოვდება
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, მაიკ მენიო მილანის დატოვებასთან და კარიერის პრემიერ ლიგაში გაგ...

შეთანხმება შედგა — ლუკა მოდრიჩის ახალი კლუბი ცნობილია
13 წლის შემდეგ, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალს ტოვებს — ხორვატი ფეხბურთელი სამეფო კლუბი გულშემატკივრებს...

რამდენით გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი?
Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა, ქართველი ლეგიონერის ფასი 80 მილი...
03 Jun 2025, 15:36

გადაწყვეტილება მიღებულია — ჯეიდონ სანჩოს მომავალი ცნობილია
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის ჩელსის ჯეიდონ სანჩოს გამოსყიდვა არ სურს...

ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზ...
03 Jun 2025, 14:27

ეროვნული ლიგა | მაისის თვის ტოპ 5 გოლი - ხმა მიეცით საუკეთესოს
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta.ge X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საი...

უარი ალ ჰილალს - ბრუნოს ევროპაში დარჩენა სურს
მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ალ ჰილალში გადასვლაზე უარი...

საქართველოს ნაკრები Socca EuroCup 2025-ზე იასპარეზებს
Socca EuroCup 2025 მინი ფეხბურთის (6x6) ტურნირს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად საერთაშორისო ორგა...