ტერ შტეგენი ბრუნდება — რა პოზიცია აქვს ამაზე შესნის?!

ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მოახლოებულ დაბრუნებაზე ისაუბრა.
"ბარსში ტერ შტეგენის შესაცვლელად მოვედი და არანაირი პრობლემა არ მექნება, თუ ის დაბრუნდება და თავის ადგილს დაიკავებს. თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ კაპიტანმა უნდა ითამაშოს და კარში ჩადგეს, ჩემთვის ეს აბსოლუტურად ნორმალური იქნება," - ვოიცეხ შესნი.
აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და, გავრცელებული ცნობებით, ის მალე სამედიცინო პერსონალისგან თამაშის ნებართვას მიიღებს.
გერმანელმა მძიმე ტრავმა 2024 წლის სექტემბერში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ამის გამო კატალონიურმა კლუბმა შესნი დაიმატა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. პოლონელმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და წაგება არ აქვს.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰანსი ფლიკი, როცა ორივე გოლკიპერი თავის განკარგულებაში იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტერ შტეგენს თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ განაცხადიდან შესნის ამოიღებენ.
თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ ტერ შტეგენი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფად წარიმართა.