არგენტინული შედევრი გერმანიაში - ინტერმა ბაიერნს მოუგო

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ინტერმა სტუმრად, მიუნხენში ბაიერნი 2-1 დაამარცხა.
ალიანც არენაზე ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა — მარკუს ტურამის ქუსლით პასის შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელმა გერმანელთა კარი ტრიველა დარტყმით აიღო და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში, მატჩის მიწურულს ლეგენდარულმა ტომას მიულერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე, იტალიურმა გუნდმა “რეკორდმაისტერი” კონტრშეტევაზე დაიჭირა და დავიდე ფრატეზიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ბაიერნი 1-2 ინტერი
⚽️ 0-1 | ლაუტარო 38’ (ინტერი)
⚽️ 1-1 | მიულერი 85' (ბაიერნი)

⚽️ 1-2 | ფრატეზი 88’ (ინტერი)
განმეორებითი დაპირისპირება ერთ კვირაში, 16 აპრილს, მილანში, ჯუზეპე მეაცაზე გაიმართება.