"მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარეა" | მატიჩი ონანაზე

ლიონის ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა, მანჩესტერ იუნაიტედის მეკარეს, ანდრე ონანას უპასუხა.
"ონანამ თქვა, რომ ისინი ჩვენზე ბევრად უკეთესები არიან? ყველას პატივს ვცემ, მაგრამ, როცა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, უნდა დაფიქრდე, რაზე საუბრობ.
ეს რომ ვან დერ სარს, პიტერ შმეიხელს ან დავიდ დე ხეას ეთქვა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ონანა... იუნაიტედის თანამედროვე ისტორიაში, სტატისტიკურად ერთ-ერთი უცუდესი გოლკიპერია, ასე რომ, ჯერ რამე უნდა დაამტკიცოს, სანამ ისაუბრებს," — განაცხადა ნემანია მატიჩმა, რომელიც "წითელი ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელია.
გიორგი მიქაუტაძის ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს ხვალ, ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში დაუპირისპირდება. საფრანგეთში გასამართი მატჩი სტარტს 23:00 საათზე აიღებს.