ავტორიზაცია

“ვრჩები” — სალაჰმა სამომვლო გეგმებზე ისაუბრა

“ვრჩები” — სალაჰმა სამომვლო გეგმებზე ისაუბრა
თარიღი 11 Apr 2025, 14:39
ეგვიპტელმა ფეხბურთელმა, მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში დარჩენაზე კომენტარი გააკეთა:

"მინდა, გულშემატკვირებს ვუთხრა, რომ აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვრჩები, რადგან მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ არაერთი დიდი ტიტულის მოგება შეგვიძლია.

განაგრძეთ ჩვენი გულშემატკივრობა და ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ. თქვენთან ერთად, მომავალში, ვაპირებთ, კიდევ ბევრი თასი მოვიგოთ.

სალაჰი ლივერპულში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ფეხბურთელი მერსისაიდული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს - ამ დროის განმავლობაში მან 394 მატჩში 243 გოლი გაიტანა და 111 საგოლე გადაცემის გააკეთა.