ავტორიზაცია

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!
თარიღი 16 Apr 2025, 01:00
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდი, ორი მატჩის ჯამში, 5-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დღეს, განმეორებით დაპირისპირებაში ბარსამ 1-3 წააგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში გერმანელები 4-0 გაანადგურა. სიგნალ იდუნა პარკზე ჰანსი ფლიკის გუნდმა ნამდვილად ცუდად ითამაშა, თუმცა მეტოქეს შემდეგი ეტაპის საგზური მაინც არ დაუთმო.

დორტმუნდი 3-1 (3-5) ბარსელონა

⚽️ 1-0 | გირასი 11’ (დორტმუნდი)

⚽️ 2-0 | გირასი 49' (დორტმუნდი)

⚽️ 2-1 | ბენსებაინი 54’ (ბარსელონა; ავტოგოლი)

⚽️ 3-1 | გირასი 76’ (დორტმუნდი)


კატალონიური გრანდი 1/2-ფინალში ინტერსა და ბაიერნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში იტალიელებმა გერმანელები 2-1 დაამარცხეს (განმეორებითი მატჩი ხვალ გაიმართება).

"ბლაუგრანას" მომდევნო შეხვედრა ლა ლიგაში, 19 აპრილს, სელტას წინააღმდეგ ელის.