ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ასტონ ვილა, ორი მატჩის ჯამში, 5-4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პსჟ-ს მომდევნო შეხვედრა ლიგა 1-ში, 19 აპრილს, ლე ავრის წინააღმდეგ ელის.
დღეს, განმეორებით დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა 2-3 წააგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში ბირმინგემელებს 3-1 მოუგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 6.6-ქულიანი შეფასება მიიღო.
ასტონ ვილა 3-2 (4-5) პარი სენ-ჟერმენი
⚽️ 0-1 | ჰაკიმი 11’ (პსჟ)
⚽️ 0-2 | მენდეში 27' (პსჟ)
⚽️ 1-2 | ტილემანსი 34’ (ასტონ ვილა)
⚽️ 2-2 | მაკგინი 55’ (ასტონ ვილა)
⚽️ 0-1 | ჰაკიმი 11’ (პსჟ)
⚽️ 0-2 | მენდეში 27' (პსჟ)
⚽️ 1-2 | ტილემანსი 34’ (ასტონ ვილა)
⚽️ 2-2 | მაკგინი 55’ (ასტონ ვილა)
⚽️ 3-2 | კონსა 57’ (ასტონ ვილა)
პარიზული გუნდი 1/2-ფინალში არსენალსა და რეალ მადრიდს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა ესპანელები 3-0 გაანადგურეს (განმეორებითი მატჩი ხვალ გაიმართება).
პსჟ-ს მომდევნო შეხვედრა ლიგა 1-ში, 19 აპრილს, ლე ავრის წინააღმდეგ ელის.