სიგიჟე ოლდ ტრაფორდზე — 5-4 ლიონთან და მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარფინალშია!

დღეს, ოლდ ტრაფორდზე გიჟური მატჩი შედგა - მანჩესტერ იუნაიტერმა ლიონი 5-4 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში: 7-6) და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
პირველი ტაიმის შემდეგ “წითელი ეშმაკები” 2-0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ფრანგებმა ანგარიში გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გავიდა.
ექსტრა ტაიმში ლიონმა კიდევ 2 გოლი გაიტანა და 4-2 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო 7 წუთში სასწაული მოხდა და ინგლისურმა გრანდმა დააქამბექა — 5-4.
გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 6.6-ქულიანი შეფასება მიიღო.
მანჩესტერ იუნაიტედი 5-4 (7-6) ლიონი
⚽️ 1-0 | უგარტე 10' (მანჩესტერ იუნაიტედი)
⚽️ 2-0 | დალო 45+1' (მანჩესტერ იუნაიტედი )
⚽️ 2-1 | ტოლისო 71' (ლიონი)
⚽️ 2-2 | ტალიაფიკო 78' (ლიონი)
⚽️ 2-3 | შერკი 105' (ლიონი)
⚽️ 2-4 | ლაკაზეტი 110' (ლიონი)
⚽️ 3-4 | ბ. ფერნანდეში 114' (მანჩესტერ იუნაიტედი)
⚽️ 4-4 | მეინუ 120' (მანჩესტერ იუნაიტედი)
⚽️ 5-4 | მაგუაიერი 120'+1 (მანჩესტერ იუნაიტედი)
რუბენ ამორიმის გუნდი 1/2-ფინალში ბილბაოს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 1 მაისს, ესპანეთში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 8 მაისს ოლდ ტრაფორდი უმასპინძლებს.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ტოტენჰემი-ბოდო/გლიმტია. სპურსმა ტურნირს აინტრახტი გამოთიშა, ნორვეგიულმა გუნდმა კი ლაციოს მოუგო.