ავტორიზაცია

გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა
თარიღი 22 Apr 2025, 17:49
საქართველოს ეროვნული ნაკრების და კოპენჰაგენის კოპენჰაგენის მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა.

"სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის. მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ."

ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!"
— დაწერა სოციალურ ქსელში ქართველმა ფეხბურთელმა.