პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
თარიღი: 08 May 2025, 01:04
პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე, ლონდონის არსენალს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა, რითიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.
ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ არსენალი 3-1 დაამარცხა. ამ ორ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფრანგულ გრანდს ფინალში მილანის ინტერი შეხვდება. თამაში 31 მაისს გერმანიაში, კერძოდ მიუნხერნში ალიანს არენაზე გაიმართება.