» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ოჰ, ეს გაბელია!"



ცხრა წლის იყო ოთარი, როცა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თბილისის დინამოს სახელოვანი მეკარის, სერგო კოტრიკაძის ფოტო უნახავს. მაშინ იმგვარ დიდებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, თუმცა ზუსტად 17 წელიწადში იმავე ჟურნალის გარეკანზე მომღიმარი, თავადაც, გამოჩნდა. ზუგდიდში, ნინოშვილის ქუჩაზე აიდგა ფეხი. მამამისი საბჭოთა მეურნეობის დირექტორი ამბროსი გაბელია გახლდათ.  11 წლისას ეზოში თანატოლებთან თამაშით დაუწყია "საფეხბურთო კარიერა".  მეზობლად მცხოვრებთ, გივი სართანიასა და ვასო ბუკიას, შეუმჩნევიათ ოთარი და მასთან ერთად მობურთავე ახალგაზრდები... ასე ჩამოყალიბდა ნინოშვილის ქუჩის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი - "მთაწმინდა". ოთარი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. "მთაწმინდამ" ნორჩ ფეხბურთელთა გუნდებს შორის, თავიდანვე წარმატებით დაიწყო თამაში. გუნდი პირველ ადგილს არავის უთმობდა. განსაკუთრებით ბრწყინვდა თავდამსხმელი ოთარ გაბელია და მეკარე - გოჩა შელია. თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეს, გაბელიას, ერთ დღეს მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. როგორც თვითონ ამბობს: "ჩვენი გუნდისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ქუხილს ჰგავდა უღრუბლო, მოწმენდილ ცაზე." "მთაწმინდა" დატოვა გუნდის შეუცვლელმა მეკარემ, გოჩა შელიამ. სასწრაფოდ შეუკრიბავთ გუნდი და დაუწყიათ მეკარის ძიება. ვასო ბუკია ცდილობდა, კოლეგა სხვა გუნდიდან მეკარის მოყვანაში დაერწმუნებინა, თუმცა სართანიას სხვა გეგმები ჰქონდა. გთავაზობთ, თავად ოთარ გაბელიას ნაამბობის ნაწყევტს, რომელიც ჟურნალისტ მინდია მოსაშვილის წიგნ "მარადიულ დღესასწაულშია" მოცემული: "გივი სართანია დუმდა და სათითაოდ აცქერდებოდა გუნდის წევრებს, მარჯვენა მცველიდან დაწყებული, მარცხენა გარემარბით დამთავრებული. "-აქედან რომელი გამოდგება  მეკარედ? "- ეს ერთი კითხვა უტრიალებდა გონებაში უფროს მწვრთნელს. "-რაღაც ყოყმანობს... განა არ იცის, რომ სხვა ქუჩიდან უნდა მოვიწვიოთ ვინმე?.." - ფიქრობდა უმცროსი მწვრთნელი. "-ისეთი სახით გვათვალიერებს, თითქოს ჩვენგანიდან აპირებდეს მეკარის არჩევას..." - გაიფიქრა ოთარმა. და დაინახა, რომ გივი სართანიამ მასზე შეაჩერა მზერა. "-ბიჭოს... მგონი ვიპოვე გამოსავალი... ამ ბავშვს ისეთი მონაცემები აქვს, კარში თუ დაიწყო ვარჯიში, თვით გოჩა შელიას აჯობოს იქნებ..." - გაუელვა უფროს მწვრთნელს . "მე რას დამაშტერდა?.. მე ხომ არ მიპირებს კარში დაყენებას? თუ იმიტომ მიყურებს, რომ..." ფიქრიც არ დასცალდა "მთაწმინდის" მარჯვენა გარემარბს, რადგან იმავე წამს გაიგონა უფორსი მწვრთნელის ხმა, ახლა მისთის ჭექა-ქუხილივით რომ გაისმა: "კარში შენ დადგები, გაბელია! " გარშემო მსხდარი  "მთაწმინდელი" ბიჭები ისე მისჩერებოდნენ თვალდათვალ  მეკარედ  ქცეულ თავიანთ  "ჩაუკეტავ" მარჯვენა გარემარბს, თავიანთი შეტევათა ლიდერს, თითქოს მას პირველად ხედავდნენ. ახლადგამომცხვარი მარჯვენა გარემარბი კი თავჩაღუნული იჯდა ჩაფიქრებული და ერთ შავ ფიქრს აეტანა მხოლოდ. "-ნეტავ რა დავუშავე გივი სართანიას, ასე დაუნდობლად რომ გამწირა..."  ასე მოგვევლინა გაბელია მეკარედ. თავიდან რთული აღმოჩნდა ახალგაზრდა ყმაწვილისათვის იმის გააზრება, რომ კარის მცველად უნდა ეთამაშა. ერთი მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა იყო, მეორე მხრივ, ვერ ელეოდა თავის ყოფილ პოზიციას. ოთარ გაბელია იგონებს, რომ თურმე ზუსტად იმ დღეებში კინოთეატრის აფიშაზე წარწერა უნახავს, რომ გადიოდა მხატვრული ფილმი "მეკარე". "ეს ფილმი კარგად დამანახვებს, ღირს თუ არა, საერთოდ , მეკარეობა... თუ დავრწმუნდები, რომ ღირს, ვივლი გუნდში და ვითამაშებ... თუ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ ღირს წავიდნენ უჩემოდ ფოთში, ფეხის მიმდგმელი აღარ ვარ მე გივი სართანიასთან..." - ფიქრობდა სანამ ფილმის სანახავად შევიდოდა. ფილმი დასრულდა. ეკრანი ჩაქრა, ოთარმა ემოციებისგან დაცლილმა დატოვა კინოთეატრი. " "მეკარემ" ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჩემი ახალი საფეხბურთო ამპლუისადმი იმ პირველმა საოცრად მძაფრმა უარყოფითმა დამოკიდებულემამ სრული მეტამორფოზა განიცადა. მეორე დღეს ჩვენი გუნდის ვარჯიშზე მეკარის სამუხლეებით, ტყავის ხელთათმანებითა და კარის გუშაგისთვის დამახასიათებელი მაშინ ჯერ კიდევ ტრადიციული ბუკლეს კეპით დიდი ხალისით მივედი. ხოლო, როცა სავარჯიშოდ კარში ჩავდექი და პირველი ბურთები დამირტყეს თანაგუნდელებმა, რა დაგიმალოთ და ჩემი თავი შორეული ვოლგისპირეთიდან დედაქალაქში ჩასული ჯერ ისევ უწრთობი, ნედლი ანტონ კანდიდოვი მეგონა." (მინდია მოსაშვილი "მარადიული დღესასწაული") "მთაწმინდამ" 1967 წელს შეწყვიტა არსებობა. გაბელია ზუგდიდის სპორტსკოლაში გადავიდა. ალიოშა დიდიშვილის მწვრთნელობით ბრწყინვალე გუნდი ჩამოყალიბდა. 1970 წელს 17 წლის ოთარ გაბელია ზუგდიდის "დინამოს" მწვრთნელმა ჯუმბერ ჩუხუამ, შეამჩნია და თავის გუნდში ჩარიცხა. ერთი წელიწადიც და გაბელია ქვეყნის მეორე ლიგის გუნდში, სოხუმის "დინამოშია". 1977 წელს უკვე ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე ოთარ გაბელია ერთ-ერთ საკონტროლო მატჩზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს შეუმჩნევია. "დინამოში" რამაზ შენგელიასთან, თამაზ კოსტავასთან და თენგიზ სულაქველიძესთან ერთად ოთარ გაბელიაც წაიყვანეს. პირველი მატჩი 1977 წლის 22 ივნისს გამართა "დინამოს" მაისურით. ოთარის კარიერა წარმატებული აღმოჩნდა მეკარის ამპლუაში. 1979 წელს ინგლისის ჩემპიონთან, "ლივერპულთან", გამარჯვების შემდეგ ბრიტანეთის პრესა აღნიშნავდა: "თბილისის "დინამოს" მეკარე ოთარგაბელია ნამდვილი ჯადოქარია. მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ინგლისელ გულშემატკივარს, როგორც საერთაშორისო კლასის დიდოსტატმა." საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელი გახდა - წლების მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ქომაგთა სახელით მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ !   მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

დღეს, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

დღეს, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

დღეს, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

დღეს, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

დღეს, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:14

ცნობილი გახდა, თუ რა სიტყვები წარმოთქვა მარადონამ სიკვდილის წინ

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა.

დღეს, 19:08

მარადონას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ რეანიმაციაში შეიტყო

დიეგო მარადონა-უმცროსმა, დიეგო მარადონას შვილმა, კორონავირუსი გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციაშია.

დღეს, 18:51

არგენტინულმა პრესამ მარადონას გარდაცვალების დეტალები გაახმაურა

მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.

დღეს, 18:35

რეალმა თვალი ლუკაკუს დაადგა და იანვრისთვის კონკრეტული თანხაც გაამზადა

"ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 18:28

ნოიერმა და კიმიხმა რონალდუს უნიკალური მიღწევა დაჩრდილეს

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მოგება მოიპოვა.

დღეს, 16:53

"ის, რაც კლოპმა გაიგო 2015 წელს, მე 2004-ში ვიცოდი", - მოურინიო

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იურგენ კლოპის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:40

ოფიციალურად: 5 დეკემბრიდან პრემიერ ლიგაში ფანები დაიშვებიან, თუმცა არა მანჩესტერში

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მთავრობასა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შორის შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც პრემიერ ლიგის მატჩებზე ქომაგები დაიშვებიან.

დღეს, 16:30

ერიქსენი ტოტენჰემის მოსისხლე მტრის ბანაკში?

ESPN-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ლონდონის "არსენალში" გადავიდეს.

დღეს, 16:29

"ნეიმარი მსოფლიოს ტოპ-30 ფეხბურთელში არ შედის", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ ის ნეიმარ ჟუნიორს გუნდში არ დააბრუნებდა:

დღეს, 16:23

"შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო", - ლინეკერი მარადონას შესახებ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ განცხადება

დღეს, 16:13

ბოაშის გუნდის კატასტროფული შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე - ყველა დროის ანტი-რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში "პორტომ" დაამარცხა მარსელის "ოლიმპიკი", ანგარიშით 2:0.

დღეს, 15:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10