1984 წლის შემდეგ პირველად — ტოტენჰემი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

უეფას ევროპა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული ტოტენჰემი გახდა — ლონდონურმა კლუბმა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს 1-0 მოუგო.
ფინალური დაპირისპირების ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. 42-ე წუთზე თავი ბრენან როჯერსმა გამოიჩინა და 1984 წლის შემდეგ, ლონდონელებმა პირველი ევროპული ტიტული მოიგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს, დღევანდელი გამარჯვებით, კლუბმა ტიტულთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურიც მოიპოვა.