» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გიგი იოსელიანი: "ქართული ფეხბურთი მართლაც მძიმე დღეშია"



წლევანდელი სეზონის მთავარ აღმოჩენად თამამად შეიძლება ცხინვალის "სპარტაკი" ჩაითვალოს. "სპარტაკმა" პირველი წრე 24 ქულით მე-6 ადგილზე დაამთავრა და გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა. ცხინვალის "სპარტაკში" მეორე სეზონს ატარებს და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება მარცხენა მცველი, გიგი იოსელიანი. იოსელიანმა "სპარტაკის" ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. Goal.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა: როგორ შეაფასებთ გუნდის თამაშსა და ხარისხს პირველ წრეში? ფაქტია, რომ „სპარტაკმა“ წლევანდელ სეზონში ყველა გააოცა. ჩვენმა ლიდერებში ყოფნამ გეთანხმებით, რომ ყველა გააოცა. იმ პირობებში, როგორიც პირველ წრეში გვქონდა, შედეგიც და ხარისხიც დამაკმაყოფილებელია. ამ ყველაფერის მიუხედავად ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო, რომ არა რამდენიმე მატჩში უაზროდ დაკარგული ქულები. მიმდინარე სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდით. კმაყოფილი ხართ საკუთარი გარჯით პირველ წრეში? მოხარული ვარ, რომ "სპარტაკის" წინსვლაში მეც მიმიძღვის საკუთარი წვლილი. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ ვარ, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ქართულ ფეხბურთში ოპტიმალურ ფორმაში თამაში ძალიან ძნელია.... რა იყო „სპარტაკის“ მიზანი სეზონის დაწყებამდე და რა არის ახლა? "სპარტაკში" ბევრი რამ შეიცვალა, აქედან გამომდინარე რთული იყო სეზონის დაწყებამდე რაიმე მიზნების დასახვა. როგორც იტყვიან, "ჭამა მადაში მოდისო" და ჩვენი ამბიციებიც თამაშიდან-თამაშამდე იზრდებოდა. საჭირო იყო საკუთარი ძალების რწმენა, რაც მოვახერხეთ კიდეც და ჩვენი მიზანი ევროსარბიელზე გასვლაა. გუნდი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მწვრთნელიც ძალზედ გამოცდილია. რას იტყვით კახა კაჭარავაზე? გეთანხმებით, გუნდში მართლაც კარგი კონტიგენტია თავმოყრილი და ამ ყველაფერს ზუსტი გამოყენება სჭირდება, რასაც კახა კაჭარავა აკეთებს კიდეც. ვფიქრობ, მისი მიდგომა ქართული საფეხბურთო მენტალიტეტიდან გამომდინარე იდეალურია, ის მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენც გამუდმებით ფეხბურთზე ვფიქრობთ. ვინ მიგაჩნიათ წლევანდელი გათამაშების ფავორიტად? გათამაშების ფავორიტი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე თბილისის "დინამოა", მაგრამ ცხრილში გუნდები მჭიდროდ არიან განლაგებულნი და ერთმანეთს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, რაც ძალზედ სასიამოვნოა. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე წრე ძალიან დაძაბული იქნება. რამდენწლიანი  კონტრაქტი გაკავშირებთ „სპარტაკთან“ და როდემდე აპირებ გუნდში დარჩენას? კონტრაქტი გუნდთან უკვე დამიმთავრდა, მაგრამ მეც და კლუბსაც თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს. მოკლედ, ყველაფერი მალე გაირკვევა. თავის დროზე ლეგიონერის სტატუსით სარგებლობდით, როდესაც უნგრულ „კეჩკემეტში“ გამოდიოდით. ხომ არ აპირებთ კარიერის უცხოეთში გაგრძელებას? ის პერიოდი კარგი გასახსენებლია, მაგრამ ის უკვე წარსულია. ვცდილობ, სასურველ ფორმას მივაღწიო და კვლავაც მსურს ამ სტატუსის აღდგენა, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. გადავიდეთ სანაკრებო თემაზე: რას იტყვით საქართველოს ნაკრებზე? შეუძლია თუ არა გუნდს, რომ უახლოეს ხანში რომელიმე დიდ ტურნირზე ითამაშოს და რა, არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა? საქართველოს ნაკრები ყველასთვის მტკივნეულ თემად იქცა, რთულია გათვალო მომავალი და თქვა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე დღეშია. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არაერთსულოვნებაშია და თუ ქართული საზოგადოება და ქართული ფეხბურთი ერთად დადგება, ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება. ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ვინ მიგაჩნიათ ნაკრების მწვრთნელობას ყველაზე იდეალურ კანდიდატად? კანდიდატი ბევრია და გამიჭირდება ვინმეს დასახელება, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ნაკრების მწვრთნელად ვინც არ უნდა დაინიშნოს, ის უნდა გრძნობდეს ქვეყნისა და ხალხის გვერდში დგომას. რამდენიმე წლის წინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი იყავით. რეალურად, გძალუძთ რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოთ? საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი ბედნიერებაა და სწორედ, ამას განვიცდიდი როცა ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, მინდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. რას ჰპირდებით თქვენს გულშემატკვირებს? სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს ძალიან მცირე ქომაგი შემორჩა და მე, ისინი ქუთაისში დავტოვე. ახლაც ვგრძნობ მათ სიყვარულს და გვერდში დგომას. მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ქართულ ფეხბურთს დღეს ჰაერივით სჭირდება გულშემატკივარი!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბუდუს ბენეფისი უნგრეთში - გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 5:0 გამარჯვება [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "იუპსეტს" და "ფეჰერვარს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:5 დასრულდა.

დღეს, 00:49

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10