მატჩის დღე — პსჟ და რეალი მეორე ფინალისტის ვინაობა გაარკვევენ

დღეს, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის და ლონდონის ჩელსის მეტოქის ვინაობა გაირკვევა — 1/2 ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან.
1/2 ფინალამდე პარიზულმა კლუბმა პლეი-ოფში ჯერ ინტერ მაიამი, ხოლო შემდეგ ბაიერნი დაამარცხა. მადრიდელებმა კი იუვენტუსს და დორტმუნდს აჯობეს. აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბმა ჯგუფური ეტაპი მოიგო და პლეი-ოფში პირველი ადგილით მოხვდა.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეხვდნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში სამეფო კლუბმა იმარჯვა. მაშინ პირველი შეხვედრა პარიზელებმა სახლში 1-0 მოიგეს, ხოლო განმეორებითში მადრიდელებმა მეტოქე 3-1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი სრული თანაფარდობაა — 2-2 მოგება და 1 ფრე.
პსჟ V რეალი (23:00) — სავარაუდო შემადგენლობა