ავტორიზაცია

"მეტოქის მხრიდან დაიწყო ხელის კვრების სერია" — ლუის ენრიკე

"მეტოქის მხრიდან დაიწყო ხელის კვრების სერია" — ლუის ენრიკე
თარიღი 14 Jul 2025, 10:51
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ლონდონის ჩელსიმ პსჟ 3-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბის მთავარ მწვრთნელს და ლონდონელების შემტევს, ჟოაო პედროს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინციდენტზე ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

"მატჩის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილება, ჩემი აზრით, ყველას შეეძლო — ჩემი მიზანი და განზრახვა, როგორც ყოველთვის, არის ფეხბურთელების დამშვიდება, რათა მეტი პრობლემა არ შეიქმნას. მეტოქის მხრიდან დაიწყო ხელის კვრების სერია, რაც ვფიქრობ, ყველამ თავიდან უნდა ავიცილოთ და აღარ განმეორდეს. რაც შეეხება თამაშს — ფეხბურთი ასეთია, ყველაფერს ვერ ახსნი. ჩელსიმ ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი" — ლუის ენრიკე.