როგორი შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა მილანის წინააღმდეგ?

მილანსა და ლივერპულს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა, სადაც გამარჯვება იტალიელებმა შეძლეს (4-2).
გიორგი მამარდაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, სამწუხაროდ, მილანმა მერსესაიდელებს იმდენად აჯობა, რომ მამარდამ 3 ბურთი გაუშვა და Sofascore-სგან 6.3 შეფასება დაიმსახურა.
ლივერპული შემდეგ ამხანაგურ მატჩს 39 ივლისს, იოკოჰამას წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულში მამარდაშვილის დებიუტი პრესტონის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან კარი მშრალად შეინახა.