ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სათამაშო ნომერი აირჩია

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სათამაშო ნომერი აირჩია
თარიღი 01 Aug 2025, 11:49
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სათამაშო ნომერი აირჩია, რომლითაც 2025/26 წლების იასპარეზებს.

24 წლის ქართველი მეკარე მომდევნო სეზონში ინგლისური კლუბის ღირსებას 25 ნომრიანი მაისურით დაიცავს — შეგახსენებთ, რომ ის იგივე სათამაშო ნომრით ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებში.


გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულთან კონტრაქტი გასულ სეზონში გააფორმა და 1 წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩა. მისი ტრანსფერი ინგლისელებს დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.