მატჩის დღე — ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საქმეში ერთვება

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, გულშემატკივარი არაერთი საინტერესო მატჩის მოლოდინშია.
დღეს, საქმეში ჩაერთვება ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, პარი სენ ჟერმენი, რომელიც საკუთარ კედლებში ატალანტას უმასპინძლებს. ლიგა 1-ის გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და დღეს მისი თამაში საეჭვოა.
კიდევ ერთი ქართველი, გიორგი მამარდაშვილის გუნდი, ლივერპული პირველ ტურში მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. გუნდები ბოლო ერთმანეთს 2021 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც ორივე მატჩი ინგლისურმა გრანდმა მოიგო.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მიუნხენში, ალიანს არენაზე სადაც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, ლონდონის ჩელსი ბაიერნს ესტუმრება. გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში უპირატესობად გერმანელები ფლობენ — 3 მოგება და 2 ფრე.
დღევანდელი მატჩების განრიგი
20:45 — ოლიმპიაკოსი V პაფოსი
20:45 — სლავია V ბოდო/გლიმტი
23:00 — ბაიერნი V ჩელსი
23:00 — ლივერპული V ატლეტიკო
23:00 — პსჟ V ატალანტა
23:00 — აიაქსი V ინტერი
20:45 — სლავია V ბოდო/გლიმტი
23:00 — ბაიერნი V ჩელსი
23:00 — ლივერპული V ატლეტიკო
23:00 — პსჟ V ატალანტა
23:00 — აიაქსი V ინტერი