» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"დინამოდან" 6 ფეხბურთელი წავიდა



თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდიდან 6 ფეხბურთელი წავიდა. წყაროში წერია, რომ ზოგი მოთამაშე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წავიდა, ზოგს კი კონტრაქტი ამოეწურა. ცნობილია, რომ ირაკლი ძარია კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ასევე, კონტრაქტის ამოწურვის გამო წავიდნენ მეკარე, ომარ მიგინეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი. ახლა რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "დინამომ" არ დაიტოვა, ესენი არიან: ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, დავით საჯაია. გახსოვთ, ალბათ, რომ გასულ კვირაში "დინამოს" რიგებიდან, კაპიტანიც წავიდა. თავიდან ითქვა, რომ ჩისკო კარიერას ასრულებდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას უბრალოდ სამშობლოში სურდა დაბრუნება. მიზეზი? იხილეთ თავად ჩისკოს კომენტარი: " მართალი გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ჩემი თბილისური კარიერის დასრულება გამოიწვია ის არის, რომ ჩემი მეუღლის მამა ცუდ მდგომარეობაშია და ჩვენ გვსურს, ეს პერიოდი მასთან გავატაროთ. ამიტომ მინდა ესპანეთში დაბრუნება." Untitled-1 ახლა კი გავიხსენოთ იმ ფეხბურთელების წარსული, რომლებიც "დინამოდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავიდნენ. ომარ მიგინეიშვილი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და არაა გამორიცხული მისი "დინამოდან" წასვლა, უფრო მაღალ კლუბში გადასვლის გამო მომხდარიყო. როგორც იცით, მიგინეიშვილი უკვე მე-2 წელია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს და 1 ოფიციალური მატჩის ჩატარებაც კი მოასწრო. ცნობისთვის 30 წლის კიპერის კარიერა სამტრედიაში დაიწყო, სადაც ის 2002-2004 წლებში ირიცხებოდა. ამის შემდეგ იყო ქუთაისის "ტორპედო" 2005-2006, შემდეგ "ლოკომოტივი" 2006-2008. 2009 წელს ის კვლავ "ტორპედოში" დაბრუნდა, სადაც თავი დაიმკვიდრა და 5 წლის მანძილზე 150 მატჩის ჩატარება მოასწრო. 2013 წელს მისით რომან ფიფიას "დინამო" დაინტერესდა და ფეხბურთელი გადმოიბირა. პირველი წრის დასრულებამდე იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ირაკლი ძარია უცხოეთში აგრძელებდა კარიერას. შეთანხმება უკვე მიღწეულია და სულ მალე 26 წლის შემტევი ნახევარმცველი უფრო მაღალი დონის გუნდში გამოჩნდება. ძარია, მიგინეიშვილის მსგავსად იმ ფეხბურთელებს შორის არის, რომლებმაც თავისი ნებით დატოვეს "დინამო". შეგახსენებთ, რომ ირაკლი 2012 წლიდან იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ამ ხნის მანძილზე მან 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება მის წარსულს, ძარიამ კარიერა 2004 წელს "კოლხეთში" დაიწყო, რის შემდეგაც 2005 წელს "ზესტაფონში" აღმოჩნდა. საბოლოოდ 2012 წელს ის "დინამომ" გადაიბირა. ალბათ, ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება ზურაბ ხიზანიშვილის, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა სამშობლოში. როგორც იცით, ქართველი ვეტერანი წლების განმავლობასი ასპარეზობდა თურქეთში, სადაც "ქაისერსპორის" ღირსებას იცავდა. როგორც ჩანს, ხიზანას სურდა, რომ კარიერა სამშობლოში დაესრულებინა... ცნობისთვის, ზურაბის საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ გუნდში დაიწყო, ის პირველად "დინამოს" რიგებში 1998 წელს გამოჩნდა და 1 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ნორჩ დინამოელში გადავიდა, შემდეგ იყო "ლოკომოტივი", ამის შემდეგ კი შოტლანდიური "დანდი იუნაიტედი". ნიკოლოზ საბანაძეს "დინამომ" კონტრაქტი გაუწყვიტა, როგორც ჩანს კახი გოგიჩაიშვილი არ იყო კმაყოფილი მისი თამაშით. როგორც იცით, საბანაძე "დინამომ" მას შემდეგ დაიმატა, რაც ზაფხულში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. შეგახსენებთ, ნიკოლოზ საბანაძის წარსულს. ის ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია, სადაც 2014 წლამდე ასპარეზობდა, ამის შემდეგ კი "ზესტაფონში" გადავიდა. უცნაურია ის ფაქტი, რომ მას "ზესტაფონში" 1 სეზონიც არ ჩაუტარებია ისე წავიდა "დინამოში". კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთანაც "დინამომ" კონტრაქტი გაწყვიტა დავით საჯაიაა. 21 წლის ნახევარმცველი თბილისურმა გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა. ცნობისთვის, საჯაია "მეტალურგის" გაზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2014 წლამდე იცავდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ სად გააგრძელებს დავითი კარიერას. მე-6 ფეხბურთელი, რომლის წასვლის შესახებაც დღეს გავრცელდა ცნობა, გიორგი მჭედლიშვილია. 22 წლის მცველი "დინამოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მას მოულოდნელად შეუწყვიტეს კონტრაქტი. შეგახსენებთ მჭედლიშვილის ისტორიას, ის თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია, სადაც 2011-2012 წლებში ირიცხებოდა. შემდეგ იყო მარტვილის "მერანი", ამის მერე კი "ვიტ ჯორჯია". საბოლოოდ ის 2014 წელს "დინამოში" აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მჭედლიშვილი ყოველ სეზონში სხვადასხვა გუნდშია. 1 როგორც უკვე მოგახსენეთ, "დინამო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 7-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ ვის დაიმატებს გუნდი. მოულოდნელი არ იყო ის ფაქტი, რომ თბილისური გუნდი ერთდროულად ამდენმა მოთამაშემ დატოვა. კახი გოგიჩაიშვილი იტყობინებოდა როტაციის შესახებ. გთავაზობთ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარს ტრანსფერებთან დაკავშირებით, რომელიც მან სუპერთასის მატჩის წინ გააკეთა: "გახსოვთ, ალბათ, აგვისტოში რაც მოხდა “დინამოში”. მაშინ თბილისურ გუნდს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ახალი მოთამაშეები უცებ დაემატებინა. მიმაჩნია, რომ ამჟამად აუცილებელი იქნება გუნდის გაძლიერება. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე “დინამო” ახალ მოთამაშეებს დაიმატებს." საინტერესოა ის ფაქტი, თუ ვის დაიმატებს "დინამო" ზამთარში. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ კახი გოგიჩაიშვილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფეხბურთელების დამატებასაც გეგმავს. ამის შესახებ იხილეთ მწვრთნელის კომენტარი: "შესაძლებელია, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ფეხბურთელების მოყვანაც გუნდში. ახალი ძალა გუნდს ევრო ტურნირებისთვის დასჭირდება." როგორც ხედავთ, "დინამოში" კვლავ ცვლილებებია. მსგავსი, რამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მოხდა, როცა რომან ფიფიამ თითქმის მთელი გუნდი გაუშვა, ცუდი თამაშის გამო. GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პირველი ტიტული სამწვრთნელო კარიერაში - როგორია პირლოს სტატისტიკა ამ დროისთვის?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" დაამარცხა "ნაპოლი", ანგარიშით 2:0 და იტალიის სუპერთასს დაეუფლა.

დღეს, 12:11

რონალდუ: "სერია ა-ში ორი კონკურენტი გვყავს"

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 11:58

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 11:47

5 შემთხვევა, როცა რეალი კოპა დელ რეიდან მე-3 დივიზიონის ბინადარმა გამოაგდო

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშების 1/32 ფინალის ფარგლებში "დეპორტივო ალკოიანოსთან"

დღეს, 11:35

ზიდანი კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შემდეგ: "სასირცხვილო არაფერი მომხდარა"

ადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის კოპა დელ რეიდან გამოვარდნის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:11

პირლო: "გული მწყდება, რომ გატუზო ტიტულის გარეშე დარჩა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ნაპოლისთან" მოგების შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:40

კლოპი: "ტიაგოს თამაშის შესაფასებლად საკმარისი დრო ჯერ არ გასულა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 10:35

კლოპი: "ვეღარც ვიხსენებ, უკვე მერამდენე მატჩში გადაგვარჩინა ალისონმა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან"

დღეს, 10:26

[VIDEO] გუნდი, რომელმაც გამოაგდო რეალი, საბურთალოსთან და ლოკომოტივთან დამარცხებულა

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის 1/32 ფინალში მადრიდის "რეალი" სენსაციურად დამარცხდა მესამე დივიზიონის ბინადართან,

დღეს, 10:17

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:30

მორიგი გამარჯვება: იუნაიტედმა სიტის ლიდერობა არ შეარგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 02:02

რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:56

VIDEO: პოგბუუუუუუუუმ! ფრანგის ულამაზესი გასროლა ფულჰემის კარში

ფრანგმა „ფულჰემს" ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

დღეს, 01:50

ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში! - რონალდუს ახალი რეკორდი

იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.

დღეს, 01:31

ბაიერნმა კვლავ ლევანდოვსკის გოლით მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:29

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" უპირისპირდება. ანგარიში 1:1-ია.

დღეს, 01:03

"მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას?" - კლოპის კომენტარი

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერ ლიგის მოგების შანსებს აფასებს.

დღეს, 00:59

გადაწყვეტილია: ატლეტიკომ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" ზამთრის ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 00:54

კუმანი: "რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ მბაპეს და ნეიმარის შეძენა მსურს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "პსჟ"-ს სპორტული დირექტორის კომენტარს ეხმაურება.

დღეს, 00:50

გაგრამ გაძლიერება დაიწყო და 2 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა "გაგრამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დღეს, 00:46

ამჟამად, ჯაბა კანკავას საფრანგეთში თამაშის უფლება არ აქვს

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას "ვალენსიენსში" გააგრძელებს.

დღეს, 00:42

მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:39

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

გუშინ, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

გუშინ, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

გუშინ, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:11
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10