ლალანა: "მე "ლივერპულში" თამაში მომწონს"

"ლივერპულის" ინგლისელი ნახევარმცველი, ადამ ლალანა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. როგორც ჩანს, ლალანა "ლივერპულში" ყველაფრით კმაყოფილია.
"მე მოხარული ვარ, რომ სათამაშო პრაქტიკა რეგულარულად მაქვს. "ლივერპულში" თამაში ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ მალე ფორმას აღვიდგენ და გუნდს გატანილი გოლებით დავეხმარები.", - დასძინა ლალანამ.
შეგახსენებთ, რომ ადამ ლალანამ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისური 11 მატჩში მოირგო და 2 გოლის გატანა მოახერხა.