» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ვარლამ კილასონია: "მეტალურგში" უმძიმესი მდგომარეობაა"



რუსთავის "მეტალურგმა" უმაღლესი ლიგის პირველი წრე სტაბილურად მე-6 ადგილზე დაასრულა. ფინანსური პრობლემები გუნდს ჩემპიონატის დაწყებამდეც აწუხებდა. ხელმძღვანელობის მოულოდნელმა ცვლამ გაუგებრობა გამოიწვია და ეს გახდა ფეხბურთელების წასვლის ერთ-ერთი მიზეზი. პირველი წრის ბოლოს "მეტალურგში" ფინანსური თვალსაზრისით ისევ ანალოგიური სიტუაციაა. ამასთან დაკავშირებით GOAL.GE რუსთაველთა მთავარ მწვრთნელს ვარლამ კილასონიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა: -ამჟამად ვის მფლობელობაშია გუნდი? -გუნდი კახა მენთეშაშვილის მფლობელობაშია, თუმცა რამდენი ადამიანი არის მის უკან, ამის გარკვევა ძალიან ძნელია.  -პირველი წრე დასრულებულია. როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის გამოსვლას? -გუნდში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ კლუბისთვის ეს იდეალური გამოსვლა იყო. ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მათ ნახევარზე მეტს უმაღლესში თამაშის გამოცდილება ფაქტობრივად არ ჰქონიათ, თუმცა ისინი დღეს ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრები გახდნენ. მონდომებით, თავდადებით და ორგანიზებული თამაშით გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა. ჩემი აზრით, უფრო მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო, 6-7 ქულით წინ ვიქნებოდით. მთლიანობაში დადებითად შევაფასებდი გუნდისა და ფეხბურთელების გამოსვლას. -ფინანსური თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ახლა გუნდში? -ფინანსურად გუნდში ისევ კატასტროფული მდგომარეობაა. ფინანსები ჩვენ არ გაგვაჩნია, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოს მიერ გადმორიცხულ თანხას. ეს ფულიც ხელფასებში დარიგდა. გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება ჯერ კიდევ გასასტუმრებელია, აღარაფერს ვამბობ პრემიებზე. დღეს, რასაც  სტადიონზე ხედავთ, წყალი თვეზე მეტია არ გვაქვს. ძალიან დიდი პრობლემა იქმნება შუქის და გაზის მხრივაც. -დავალიანებები აქვს გუნდს? -დიახ, დავალიანებები გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვი, "მეტალურგში" უმძიმესი მდგომარეობაა. -ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენად ზრუნავს გუნდზე? -არანაირად არ ზრუნავს. როგორც ვიცი, ყველა ქალაქში 16 გუნდიდან (ორი-სამი გუნდის გარდა) ყველას ჰპირდება თვითმმართველობა დახმარებას. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი საქართველოს პირველობაზე, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არანაირი დაფინანსება არ გვაქვს. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მხარეც, თუმცა ასეა, არანაირი ფინანსური დახმარება არ გვაქვს თვითმმართველობისგან. -უმაღლესი ლიგის დაწყებამდე გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. რა მდგომარეობაა ახლა?  -არავის წასვლა არ უნდა, თუ ელემენტარული პირობები იქნება. როგორც მწვრთნელი, ბევრ გუნდში ვყოფილვარ, თუმცა ასეთი მეგობრული, შეკავშირებული და შეთანხმებული გუნდი არ მინახავს. კლუბში ელემენტარული პირობები არ არის, თუმცა ფაქტია, წასვლა არავის არ უნდა. 4-5 ფეხბურთელს ორჯერ მეტს ხელფასს ჰპირდებიან სხვა კლუბებში, თუმცა ისინი წასვლაზე არ ფიქრობენ. -ბოლო პერიოდში, განსაკუთებით, უმაღლესი ლიგის ბოლო მატჩების შემდეგ განხილვის საგანი გახდა მსაჯების უსამართლო დამოკიდებულება გუნდებთან. რას იტყვით ამის შესახებ? -ვინც იცის ჩემი მწვრთნელობის ბიოგრაფია, დამეთანხმება, რომ არასდროს გამიკეთებია ხმაურიანი განცხადებები მსაჯების მიმართ. ყოფილა თამაშები, სადაც არაობიექტურ მსაჯობას გავლენა მოუხდენია შედეგზე, თუმცა არც ერთ ჩემს ინტერვიუში არაფერი დამიბრალებია მსაჯისთვის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, წელს, რომ არა არაობიექტური მსაჯობა, ჩვენ 6-7 ქულით წინ ვიქნებოდით. -პირველი წრის დასასრულს, რას იტყვით, გაამართლა თუ არა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა? -მე მომხრე ვარ, რომ საქართველოს პირველობაზე 18-გუნდიანი ჩემპიონატი იყოს, თუმცა არა ასეთი მდგომარეობით, სადაც სულს ღაფავენ გუნდები და არ ვიცით ვინ ჩაამთავრებს და ვინ არა სეზონს. ასე ვთქვათ, რომ იყოს 10-გუნდიანი ჩემპიონატი, იმ 10-გუნდიანში რუსთავის "მეტალურგიც" ჩავთვალოთ. რა შეიცვლებოდა? სხვანაირად იქნებოდა დაფინანსება? იგივე პირობებში ვიქნებოდით. აქ საერთოდ განსახილვევლია, როგორი პატრონაჟი იქნება კლუბებში, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვარ 18-გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე, ოღონდ არა ასეთი დაქცეული და გავერანებული მდგომარეობის პირობებში. -"დავით ყიფიანის თასის" მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. "მეტალურგს" "ჩიხურა" შეხვდა. რას გვეტყვით ამ მატჩის შესახებ? -დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ, ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ჩვენთვის მაინც ფავორიტი იქნებოდა. მით უმეტეს, "ჩიხურა" არის გუნდი, სადაც მოწესრიგებულია ყველაფერი. მათ შეუძლიათ დაგეგმონ შეკრებები, ჩაატარონ გეგმაზომიერი ვარჯიშები. ჩვენ კი არც შარშან და არც წელს, არ გვაქვს საშუალება, ორჯერადი ვარჯიშები ჩავატაროთ. როდის მოვახერხებთ ვარჯიშების განახლებას და კლუბის შეკრებას, ესეც გაურკვეველია. გუნდი თუ შენარჩუნდება და გავივლით გეგმაზომიერ მომზადებას, ვფიქრობ, ისევე, როგორც წელს, უბრძოლველად არც ამ თამაშს ჩავატარებთ. -ბოლოს, "მეტალურგის" სამომავლო გეგმები... -ყველაზე ბუნდოვანი მხარე სამომავლო გეგმებია. კითხვაზე პასუხი არ მაქვს... როგორც შეიძლება დაიგეგმოს რამე, როდესაც არ არის ელემენტარული პირობები. აქედან გამომდინარე, ისიც არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ფეხბურთელებზე მოთხოვნა გაიზარდა. ბევრ მათგანს აქვს სხვადასხვა გუნდიდან შემოთავაზებები, თუმცა ჩვენ ვერავის ვერაფერს ვეუბნებით, რადგან არ ვიცით რა შევპირდეთ. არ ვიცით, ხვალ და ზეგ გუნდი იარსებებს თუ არა. მოამზადა მარი ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის. GOAL.GE -ს ფოტო, ნინო გელაშვილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როგორი იყო ჯაბა კანკავას სტატისტიკა სადებიუტო მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში "შატირაუ" "ვალენსიენსს" დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

დღეს, 01:20

ბუდუს ბენეფისი უნგრეთში - გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 5:0 გამარჯვება [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "იუპსეტს" და "ფეჰერვარს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:5 დასრულდა.

დღეს, 00:49

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10