ავტორიზაცია

ცაცკრიალაშვილი იჯარით "სპარტაკში" ითამაშებს

ცაცკრიალაშვილი იჯარით "სპარტაკში" ითამაშებს
თარიღი 29 Dec 2014, 20:50
პირველი ლიგის ბინადარ გაგრის "გაგრას" ერთ-ერთი ლიდერი, რატი ცაცკრიალაშვილი კარიერას იჯარის სახით ცხინვალის "სპარტაკში" განაგრძობს. საიჯარო ხელშეკრულება ექვს თვეზეა გათვლილი და ზაფხულში ცაცრკიალაშვილი "გაგრას" დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ "სპარტაკი" ფეხბურთელით ზაფხულშიც ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა. Goal.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და ახალ გუნდზე კომენტარი სთხოვა: "ძალიან მებრძოლ და ახალგაზრდულ კლუბში გადავედი. "სპარტაკს" კარგი მწვრთნელი ჰყავს და სამომავლოდ პერსპექტიულ გუნდად მივიჩნევით" - განაცხადა ფეხბურთელმა. 21 წლის ფეხბურთელი "გაგრას" აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, სულ კი, "გაგრას" მაისურით გამართულ 53 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.