რა დღეშია ქართული ფეხბურთი?!



უმაღლესი ლიგის პირველი წრე დასრულებულია და კლუბები თავიანთ გამოსვლას აჯამებენ. შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014/15 წლის უმაღლესი ლიგის სეზონში გუნდების რაოდენობა 16-მდე გაზარდა. უმაღლესი ლიგის წლევანდელ სეზონს შეუერთდნენ ფოთის "კოლხეთი", ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა" და "სამტრედია". მწვრთნელების და გულშემატკივრების აზრი ორად გაიყო: ერთნი ფიქრობდნენ, რომ გუნდების გაზრდილი რაოდენობა სტაბილურ კლუბებსაც დაშლამდე მიიყვანდა, მეორენი კი ფედერაციის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებდნენ. დასრულდა პირველი წრე და კლუბები ალაპარაკდნენ 16-გუნდიანი ჩემპიონატის უარყოფით მხარეებზე. მოგეხსენებათ, 16 გუნდიდან 4-5 გუნდის გარდა ყველას, არც ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. ახლა კი განსაკუთრებით "ზესტაფონის" მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ. საქართველოსთვის 16-გუნდიანი ჩემპიონატი შექმნილი სიტუაციით ვერ იქნებოდა სტაბილური, რადგან გუნდების გაზრდასთან ერთად თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ეს კლუბებში არასაკმარისმა ფინანსებმა გამოიწვია. ასეთი აზრიც არსებობს საზოგადოებაში, რადგან, თვალნათლივ ჩანს, რა ხდება ახლა უმეტეს გუნდში. ზოგმა კლუბმა არც ის იცის, როდის შეძლებს ვარჯიშების განახლებას და მზადების დაწყებას მომავალი წრისთის. ეს, ერთი მხრივ, ძალიან ბევრ პრობლემას ბადებს. მსგავს ფინანსურ სიტუაციაში კი უბრალოდ შეძლებელია ზოგჯერ კლუბის არსებობა. zestafoni "ზესტაფონიც" სწორედ ამის მაგალითია-  გუნდი ფაქტობრივად დაშლილია. წინა კვირას ფეხბურთელები გაათავისუფლეს, მფლობელმა უარი თქვა გუნდის დაფინანსებაზე, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება მისი წასვლა. ზესტაფონელ გულშემატკივარს ქალაქის მუნიციპალიტეტის იმედი აქვთ. rustavi metalurgi იმავე პრობლემებზე საუბრობენ რუსთავის "მეტალურგში", სადაც ელექტროენერგია, გაზი და წყალი არ არის ბაზაზე, რათა ფეხბურთელემა ვარჯიშები გეგმაზომიერად ჩაატარონ . უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულებამდე, რუსთაველმა ფეხბურთელება საჭირო პირობების არ არსებობა გააპროტესტეს, თუმცა არც გუნდის მფლობელისგან და არც ქალაქის თვითმმართელობასგან ყოფილა გამოხმაურება. ამჟამად გუნდი კლვავ გაურკვეველ მდომარეობაშია. არავინ იცის, კლუბის ხვალინდელი დღე როგორი იქნება. kolxeti poti ფოთის "კოლხეთიც" ფინანსურ არამდგრადობაზე საუბრობს, თუმცა მათ პრობლემას უმთავრესად სტადიონის არქონა წარმოადგენს. პირველი წრის დასაწყისში გუნდში ფინანსური მდგომარეობის გამო ფეხბურთელებს ხელფასი არ ერიცხებოდათ, ამას დაემატა სტადიონის დაქირავების თანხა, რომელსაც კლუბი "გურიას" უხდიდა.  პრობლემების მიუხედავად, "კოლხეთმა" სტაბილურად განვლო პირველი წრე, მეორე წრისთვის მზადებას კი 5 იანვრიდან დაიწყებს. torpedo kutaisi ქუთაისის "ტორპედოც" მსგავს ფინანსურ მდომარეობას უჩივის. შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის დამთავრებამდე გუნდი დატოვა რევაზ ძოძუაშვილმა და კლუბის სათავეში გიორგი დარასელია მოვიდა. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისურ გუნდს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. "ტორპედო" მომავალ წრეს ახალი ფეხბურთელებით და სტაბილური ფინანსებით იწყებს. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, როდის დაიწყებს გუნდი ვარჯიშს. 21 გორის "დილამ" პირველი წრე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაასრულა. არავის ეგონა, რომ გუნდი ასეთი პრობლემებით, ამხელა შედეგზე გავიდოდა. უმაღლესი ლიგის დაწყებიდან, მალევე კლუბი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდი მთლიანად გადახალისდა, ამას დაემატა მწვრთნელის ცვლილებაც. კოლექტივს სათავეში 24 წლის უჩა სოსიაშვილი ჩაუდგა. არავის ეგონა, რომ, ასეთი ახალგაზრდა მწვრთნელი გუნდში ამდენს შესძლებდა, თუმცა მისი სურვილით და ფეხბურთელების მონდომებით გორის "დილამ" ღირსეულად განვლო პირველი წრე. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გორის საკრებულომ კლუბს ერთი მილიონი გადაურიცხა, რაც გუნდს მეორე წრის სამზადისისთვის ძალიან დაეხმარება. მუნიციპალიტეტი "დილას" დახმარებას კიდევ ჰპირდება. dinamo batumi თვითმმართველობის დახმარებით 300 ათასი გამოეყო ბათუმის "დინამოსაც". მოგეხსენებათ, "დინამოს" ზემოთ ხსენებულ კლუბებთან შედარებით ფინანსური პრობლემები არ ჰქონია, თუმცა გამოყოფილი თანხა გუნდს ძალიან დაეხმარება სამომავლოდ. ერთადერთი, რაც ბათუმის "დინამოს" აწუხებს სტადიონის არქონა გახლავთ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან ბათუმის "დინამოს" სტადიონისა და ბაზის მშენებლობა დაიწყება, რასაც უშუალოდ ბათუმის თვითმმართველობა ჩაუდგება სათავეში. ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მეორე წრისთვის მზადება ახალ წლამდე საკმაოდ ადრე დაიწყო. "ზუგდიდს" უმაღლესი ლიგის პირველ წრეში ნამდვილად არ გაუმართლა. ამჯამად გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დღეს "ზუგდიდი" საკონტროლო მატჩს გამართავს, სადაც მწვრთნელი პერსპექტიულ ფეხბურთელებს შეირჩევს, რომლებიც მომავალში მთავარ გუნდს შეავსებენ. 5 იანვრიდან კლუბი ოფიციალურად დაიწყებს ვარჯიშს. სხვა კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ ქალაქის თვითმმართველობისგან მინიმალური თანხა გადაეცემათ, რომელსაც  მთელი წლის განმავლობაში მოიხმარენ. ფედერაცია მომავალი წლიდან იწყებს სტადიონების რეაბილიტაციის პროექტს. როგორც ცნობილი ხდება, სფფ-ის გადაწყვეტილებით, ბოლნისის "სიონის" სტადიონის რეაბილიტაცია უკვე ჩანიშნულია. მომავალი წლის ბოლომდე გაწერილ პროექტში საქართველოს რეგიონებში საბავშვო აკადემიის მშენებლობებიც იგეგმება. ერთ-ერთი არის ქალაქი რუსთავი, სადაც აკადემიის ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად  GOAL.GE -სთვის. GOAL.GE -ს ფოტოები: ნინო გელაშვილი, კახა ყიფიანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

15 მიზეზი, თუ რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები რაგბს

ერთ-ერთმა ცნობილმა ბრიტანულმა სარაგბო გამოცემამ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის ბავშვისთვის რაგბიზე სიარული სასარგებლო.

გუშინ, 23:56

ვინ შეცვლის რაკიტიჩს? - ბარსელონაში 3 კანდიდატი შეარჩიეს

"ბარსელონას" ივან რაკიტიჩის წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება უნდა.

გუშინ, 23:48

სუარესი: "არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რომ ბარსა ახალ თავდამსხმელს ეძებს"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:43

3 მიზეზი, რის გამოც ბარსელონაში გრიზმანის ადაპტაცია რთულდება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 23:38

ტოტენჰემში პოჩეტინოს დღეები დათვლილია?!

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

გუშინ, 23:31

"რონალდუს რეაქცია სავსებით ნორმალურია, რონალდოს ჰგავს", - რეალის ექს-პრეზიდენტი

"რეალის" ექს-პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე ისაუბრა.

გუშინ, 23:17

გასულ ზაფხულს რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზება იუარა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში "რეალის" ნახევარმცველის ყიდვა უნდოდა.

გუშინ, 22:38

მოთხოვნა იზრდება - ვილიანისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს.

გუშინ, 22:30

"ბარსაში დანიშვნა შესაძლებელია", - კუმანი კვლავ ადასტურებს

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა, რონალდ კუმანმა "ბარსელონაში" მუშაობა კვლავ არ გამორიცხა.

გუშინ, 22:27

"უკეთესს ვერც წარმოვიდგენდით", - კლოპი გაკვირვებულია

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:25

ფაულერს ჯერარდის ლივერპულში დაბრუნება არ სურს

"ლივერპულის" ექს-თავდამსხმელმა, რობი ფაულერმა სტივენ ჯერარდზე ისაუბრა.

გუშინ, 22:21

"იუვენტუსი, მანჩესტერი ან რეალი?", - ჰოლანდი ჭორებს ეხმაურება

"ზალცბურგის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:31

ანრი: "მბაპეზე მომავალი 20 წლის განმავლობაში ვისაუბრებთ"

საფრანგეთის ნაკრების ექს-კაპიტანმა, ტიერი ანრიმ "პსჟ"-ს ფორვარდი, კილიან მბაპე შეაქო.

გუშინ, 21:27

ნაპოლის პრეზიდენტმა პსჟ-ს ექს-მფლობელს კლუბის ფასი შეუთვალა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბს ფასი დაადო.

გუშინ, 21:22

ოფიციალურად: რასიზმში ბრალდებულ ბერნარდო სილვას განაჩენი გამოუტანეს

აღნიშნული ინფორმაციას ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) ავრცელებს.

გუშინ, 21:16

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე წესებში რადიკალურ ცვლილებას ითხოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე "მსოფლიო რაგბის" წესების რადიკალური ცვლილებისკენ მოუწოდებს.

გუშინ, 21:09

ოფიციალურად: ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა!

"არსენალის" ექს-მწვრთნელი, არსენ ვენგერი ფეხბურთში ოფიციალურად დაბრუნდა.

გუშინ, 21:00

ბაიერნში გვარდიოლაც გაახსენდათ - ხმაურიანი დაბრუნების მოლოდინში

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა შესაძლოა "ბაიერნში" დაბრუნდეს.

გუშინ, 20:43

ტრანსფერი დაგეგმილია - გრანდი, რომელიც იანვარში ვილიანის ყიდვას აპირებს

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ვილიანმა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:38

მორიგი კანდიდატი - ვის მიიწვევს ბაიერნი ტენ ჰაგის უარის შემთხვევაში?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა France Football ავრცელებს.

გუშინ, 20:31

მოდრიჩის მორიგი ჯილდო - ხორვატმა მესისა და რონალდუს აჯობა

"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი Golden Foot-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

გუშინ, 20:26

ოფიციალურად: დავიდ ვილია საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა

ესპანეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა, დავიდ ვილიამ საფეხბურთო კლუბი იყიდა.

გუშინ, 20:19

ინტერმა არტურო ვიდალის ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

მოგეხსენებათ, "ინტერს" "ბარსელონას" ნახევარმცველ არტურო ვიდალის დამატება სურს.

გუშინ, 19:41

პრეზიდენტი განრისხებულია - სერიოზული სასჯელი ნაპოლის ფეხბურთელებს

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელების დასჯას გეგმავს.

გუშინ, 19:37

ნაკაწრი სახეზე - კვალი, რომელიც გომესს სტერლინგთან კონფლიქტმა დაუტოვა?

ინგლისის ნაკრების მცველმა, ჯო გომესმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

გუშინ, 19:32

არეულობა ინგლისის ნაკრებში - ფეხბურთელები საუტგეიტს დაუპირისპირდნენ

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გუნდის თავკაც გარეტ საუტგეიტს უპირისპირდებიან.

გუშინ, 19:23

ტრანსფერი ახლოვდება - რომელ კლუბს ანიჭებს იბრაჰიმოვიჩი უპირატესობას?

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

გუშინ, 19:16

"იმედია, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩება", - კარვახალი

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 17:29

"მილანმა კარიერის დასრულება მაიძულა", - მონტოლივო წავიდა

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

გუშინ, 17:14

ოფიციალურად: ელ კლასიკოს გამართვის დრო ცნობილია

ლა ლიგის ოფიციალურმა ტვიტერმა მიმდინარე სეზონის პირველი ელ კლასიკოს გამართვის თარიღი და დრო დაასახელა.

გუშინ, 17:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10