» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რა კეთდება საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის?



ნათელია ის სიტუაცია, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს. ეს ძალიან კარგად იციან ფედერაციაშიც, ნაკრებშიც და საქართველოს ჩემპიონატშიც, თუმცა რატომღაც ყველა მარტო პრეტენზიებს გამოთქვამს, რეალურად კი, არავინ არაფერს ცდილობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ სიტყვა მოქმედებად უნდა იქცეს და არა უბრალოდ გულის წუხილად დარჩეს. აი, თურმე ქართულ ფეხბურთს უჭირს, გვინდა, მაგრამ დახმარება ჩვენს ძალებს აღემატება. გვსურს, რომ გვყავდეს კარგი ნაკრები, გვქონდეს კარგი შიდა ჩემპიონატი, თუმცა რეალურად ამ ყველაფრის საწყისს არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთის კატასტროფული სიტუაცია უნდა ჩაითვალოს ყველაზე დიდ პრობლემად. ფედერაციამ დაიწყო საფეხბურთო აკადემიების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები ირიცხებიან, თუმცა რეალურად ასეთი აკადემიების რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია. ასეთ შემთხვევაში მარტო ფედერაცია ვერაფერს აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არც მათ აქვთ სათანადო ფინანსები. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მოუგვარებელია, ეს საქართველოს შიდა ჩემპიონატის ფაქტობრივად არ არსებობაა. რატომ არ არსებობს საქართველოს ჩემპიონატი? პასუხი ძალიან მარტივია: კრიტიკოსთა ნაწილი კლუბებში ფინანსურ არამდგრადობაზე საუბრობს, ნაწილი კი მენეჯმენტის გაუმართაობას აბრალებს არსებულ რეალობას. საბოლოდ, ქართული ფეხბურთი ქვეყნის იმიჯია თუ უბრალოდ ბიზნესი?  ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ქართული კლუბები. აღარ ვლაპარაკობ პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონაზე. საშინელი მდგომარეობა უმაღლეს ლიგაშიც. ზოგმა კლუბმა არ იცის ვის მფლობელობაში იმყოფება, ზოგიც კი უბრალოდ წყვეტს არსებობას. რა იწვევს ამას? ალბათ არასწორი მიდგომა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ფედერაციის მხრიდან. კლუბებს მფლობელები ტოვებენ, თვითმმართველობებს კი, რომლებსაც ისედაც მწირი შემოსავალი აქვთ უწევთ გუნდების შენარჩუნება, რომ როგორმე თავიანთ ქალაქში საფეხბურთო კულტურა არ მოკვდეს, თუმცა ესეც არ შეუძლია უმეტეს რეგიონს. ამ შემთხვევაში სად არის სახელმწიფო? ცნობილია, რომ მთავრობა ფეხბურთის სახელმწიფო დახმარების პროგრამას ამუშავებს და მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვის პირობას დებს. ის 5 წლიანი პროგრამა, რომელიც სავარაუდოდ, ფეხბურთში ფინანსების ჩადებას გულისხმობს, ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, ნახსენები პროგრამა მომავალი სეზონისთვის, ანუ 2015/16 წლის ჩემპიონატისთის არის ჩანიშნული, თუმცა არავინ იცის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის რა ტიპის შეთანხმება შედგება. უმაღლესი ლიგის დაწყებამდე ფედერაციაში აცხადებდნენ, რომ პირველი ლიგის გუნდები საშუალოდ 200 ათას ლარს მიიღებდნენ, უმაღლესი ლიგის გუნდები კი გაორმაგებულ თანხას, თუმცა წელს გარდამავალ პერიოდში უმაღლესი ლიგის კლუბებს 200 ათასი ლარი ჩაერიცხათ პირველი ლიგის გუნდებს კი, 50-50 ათასი. მალე ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. ზუსტი თარიღი  არ არის ცნობილი, თუმცა კანდიდატობის მსურველი უკვე ბევრია. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი "ფეხბურთის კრიტიკოსები", რომლებსაც სურთ ქართული ფეხბურთის აყვავება, თუმცა ნათელია, რომ ეს სურვილი ზოგჯერ სათქმელად მარტივია, მოქმედება კი, ყველას უძნელდება ფედერაციის სათავეში მოსვლისას. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, საქართელოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა გაუმართავ სისტემასთანაა დაკავშირებული, რომლითაც აქამდე იმართებოდა  ქართული ფეხბურთი. "პირველ რიგში სახელმწიფო რეგიონებს უნდა დაეხმაროს, უნდა არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუ არ გვექნება ინფრასტრუქტურა, ის თანხმები, რომელიც კლუბებს ერიცხებათ წყალში გადაყრილია." - ასეთ პოზიციაზეა ლევან კობიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა ნულიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი, რადგან ინფრასტრუქტურა ის საწყისი ეტაპია, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანაში უკვე გავლილია, საქართველოში კი, ჯერჯერობით დაწყებულიც არ არის. მწვრთნელების და გულშემატკივრების უმარავლესობას მიაჩნია, რომ მსგავსი პროგრამა, რაზეც სახელმწიფო საუბრობს ნამდვილად დაეხმარება ქართულ ფეხურთს განვითარებაში, თუმცა გასათვალისწინებელია მრავალი საგულისხმო დეტალი, მაგალითად: რამდენად გაკონტროლდება კლუბების მიერ დახარჯული თანხა და რეალურად გაკეთებული საქმე. აღნიშნული პროგრამის შესახებ, მეტალურგის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონიაც საუბრობს:  "მიმაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, თუ მთავრობამ პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთში არ ჩადო ფინანსები, ეს ფულიც კლუბებისთვის ერთჯერადად გადაცემული გამოვა, დარიგდება ხელფასებში და ა.შ. საბოლოოდ ამით რა? რაიმე შეიცვლება კლუბებში, თუ კვალიფიკაცია მოემატებათ ფეხბურთელებს? პროგრამაში ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით." მართლაც უამრავი კრიტიკოსი მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში, ვისაც თავისი აზრი გააჩნია, თუ როგორ შეიძლება ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს, თუმცა ეს ყველაფერი სიტყვებად რჩება, რომელიც არაფრის მომტანია მომავლისთვის. ფარატინა ქაღალდების ჩვენება გვჩვევია ქართველებს, თუმცა რეალური დაპირებების მოსმენაც კი ჭირს, აღარაფერს ვამბობ გაკეთებულ საქმეზე. ვთვლი, რომ ამაში სახელმწიფოს ხელი უნდა ერეოდეს, თუმცა არა ისე, როგორც არის ახლა. უნდა არსებობდეს პროგრამა, რომელიც მოხმარდება უშუალოდ კლუბებს. გეგმაზომიერი პროექტი შეჭირვებულ გუნდებს შეამცირებს საქართველოში, ამაღლდება ჩემპიონატის დონეც, რაც აუცილებლად განაპირობებს ნაკრების წარმატებას, უფრო მეტი ბიზნესმენი დაინტერესდებება და ამით გაიზრდება დაფინანსება კლუბებშიც. ბოლოს და ბოლოს იმედი ყველა ჩვენგაგანს აქვს, რომ სახელმწიფო მოიცლის ფეხბურთისთვისაც და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს პროგრამას, რომლითაც საქართველოს უმაღლესი, ჭაბუკთა და პირველი ლიგა დაფინანსდება საჭიროებისამებრ. თუ ისევ ასე გაგრძელდა, ვინც არ უნდა მოვიდეს ფედერაციის სათავეში, ყველაფერი ისევ ახლიდან დასაწყები გახდება. ვერ წავალთ წინ და ჩამოვრჩებით ყველანაირ დონეს, რომელისკენაც წლებია ასე ძალიან მივისწრაფით. მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლა ლიგის კლუბების კაპიტნები ერთმანეთს შეხვდებიან

მომდევნო კვირიას, ესპანური ფეხბურთის ასოციაცია მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს.

დღეს, 04:30

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელი ხდება

მიუხედავად იმისა, სეზონი გაჩერებულია, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მაინც ამყარებს, ამჯერად ფინანსური კუთხით.

დღეს, 04:22

კაკა: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც უთამაშია.

დღეს, 04:17

პსჟ ანკესზე არ წამოეგო - გაცვლა არ შედგება

გავლენიანი იტალიური პრესა საინტერესო გაცვლის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელიც არ შედგება.

დღეს, 04:14

კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა.

დღეს, 04:11

დელ პიერო: "ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:09

ბელგიის ჩემპიონატის შეწყვეტა პირველმა კლუბმა გააპროტესტა

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და მისი გამარჯვებული "ბრიუგე" იქნება.

დღეს, 03:51

უეფას პრეზიდენტი ბელგიელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 03:46

ინფანტინო: "კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კორონავირუსზე საუბრობს.

დღეს, 03:39

კავანი ბოკაში? - არგენტინული კლუბის პრეზიდენტის განცხადება

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიურსში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 03:33

"პრემიერ ლიგაში თამაში მსურს" - გენტის ფეხბურთელი, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან

"გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონათან დევიდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მისი შეძენა დიდ ევროპულ გუნდებს სურთ.

დღეს, 03:30

"ოქროს ბურთი იმიტომ მოგცეს, რომ თვალები ჰქონდათ დახუჭული", - კასილასი კანავაროს

„რეალის“ ექს-ფეხბურთელებმა „ინსტაგრამზე“ გაშვებულ ლაივში ისაუბრეს.

გუშინ, 23:20

ხაბიბის მენეჯერი: "ძაღლებს შეუძლიათ ყეფა გააგრძელონ, მუხლი მოიდრიკეთ ჯუნგლების მეფის წინაშე"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენემერმა, ალი აბდელ-აზიზმა, თავისი კლიენტის UFC 249-დან მოხსნაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:02

"გილოცავ, ტონი!", - მაკგრეგორი ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ჩაშლას თავის სტილში გამოეხმაურა

UFC-ს ორი დიზივიონის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის გაუქმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:59

ბარძალი: "ბუფონს ვარწმუნებ, კარიერა დაასრულოს და მწვრთნელი გახდეს"

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად სამწვრთნელო შტაბის წევრი, ჯიჯი ბუფონის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობს.

გუშინ, 22:48

კავანის აგენტმა ღიად დაასახელა გუნდები, რომლებიც ურუგვაელით ინტერესდებიან

„პსჟ-ს“ ფორვარდის, ედინსონ კავანის აგენტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელით არაერთი სამხრეთამერიკული გუნდია დაინტერესებული.

გუშინ, 22:44

ნურმაგომედოვი: "მე ხაბიბი ვარ და არა კორონავირუსი"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის გადადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გუშინ, 22:34

"თუ რაიმეს მოგება უნდა, იუნაიტედში" არ უნდა წავიდეს", - სიტის ექს-ფეხბურთელი სანჩოზე

ჯეიდონ სანჩო კარგად უნდა დაფიქრდეს იქამდე, სანამ „იუნაიტედში“ გადასვლას დათანხმდება, აცხადებს „სიტის“ ექს-ფეხბურთელი, დენი მილზი.

გუშინ, 22:17

გიგა ჭიკაძე: "UFC-დან დამირეკეს და რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!"

18 აპრილს, UFC 249-ის მორიგი ღონისძიებაა ჩანიშნული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ეს ღონისძიება კორონავირუსის გამო.

გუშინ, 22:15

ვაკო გვილიამ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ვარშავის "ლეგიას" ოფიციალურმა გვერდმა ამ გუნდის ნახევარმცველის ვაკო გვილიას ლაივ ჩართვა შემოგვთავაზა.

გუშინ, 22:05

როგორ არ შედგა კვერკველიას ტრანსფერი ლესტერში? - რუსეთში ისტორიას იხსენებენ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ექს-დირექტორი ილია გერკუსი იმ ფაქტს იხსენებს, როცა საბა კვერკველიას შეძენა "ლესტერს" სურდა.

გუშინ, 22:00

ბათუმის ახალ სტადიონზე სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

კორონავირუსის მიუხედავად, ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

გუშინ, 21:51

ცნობილი გახდა ავტოავარიის რეალური მიზეზი, რომელსაც ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა

ცნობილი გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელსაც გასულ ზაფხულს ესპანელი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა.

გუშინ, 21:46

სერხი რობერტო: "პსჟ-ს კარში გატანილ გოლს გამეორებით მთელი ღამე ვუყურებდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერხი რობერტომ, „პსჟ-ს“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 20:33

ტევესი: "ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ ვართ, გაჭირვებულებს უნდა ვეხმარებოდეთ"

„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდს, კარლოს ტევეზს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირება ან სულად გაუქმება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გუშინ, 20:13

ფეხბურთელი, რომლის გამოც ბაიერნი უარს სანეზე ამბობს

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში შეტევის საფუძვლიან გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 20:02

გადავა თუ არა კავანი ბოკა ხუნიორსში? არგენტინული გუნდის პრეზიდენტის განცხადება

არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა, ხორხე ამორ ამეალმა, გუნდში ედინსონ კავანის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:58

"შენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი რეალს გავწვრთნი", - კანავარო კასილასს

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში იკერ კასილასთან ისაუბრა.

გუშინ, 19:45

მადრიდის რეალის ლეგენდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის ლეგენდარული მცველის გარდაცვალებას ადასტურებს.

გუშინ, 19:41

აჭარაბეთი ყველას აძლევს ყოველდღიურ შესაძლებლობას მოიგოს 100 იაგუარი და წილი 1.000.000₾-დან

გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 60 გამარჯვებული ყავს. 60 ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო იაგუარის მარკის ავტომობილი და წილი 1.000.000₾-დან.

გუშინ, 19:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10