ავტორიზაცია

"ჩელსი" მესით ინტერესდება, სნეიდერი და ტიაგო მოტა იტალიაში ბრუნდებიან. დღის 5 სატრანსფერო ჭორი

"ჩელსი" მესით ინტერესდება, სნეიდერი და ტიაგო მოტა იტალიაში ბრუნდებიან. დღის 5 სატრანსფერო ჭორი
თარიღი 06 Jan 2015, 21:21
GOAL.GE დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო სიახლეებს გთავაზობთ. ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ, თუ რა ტრანსფერებს განიხილავს 6 იანვარს უცხოური გავლენიანი მედიასივრცე. ბრძოლა შაქირისთვის რამდენიმე დღის წინ უცხოური პრესა წერდა, რომ ხერდან შაქირიმ ტურინის "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შვეიცარიელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში "შავ-თეთრების" მაისურს მოირგებდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ინფორმაცია ძალიან ნაადრევად დაიწერა. მიუნხენის "ბაიერნის" შემტევისთვის ბრძოლაში კიდევ რამდენიმე კლუბი ჩაერთო. შაქირისადმი ინტერესი მილანის "ინტერმა" გამოამჟღავნა. რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თავისი გუნდი იანვარში შემტევით გაძლიერებას შეეცდება, ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში "ნერაძურის" შეუერთდეს. The Mirror-მა დაწერა, რომ შაქირისთვის მერსისაიდული "ლივერპულიც" იბრძვის. ინგლისელები მზად არიან, რომ შაქირის სანაცვლოდ 12 მლნ ევრო აგდაიხადონ და ფეხბურთელს მაღალხელფასიანი კონტრაქტი შესთავაზონ. "იუვეს" გეგმა B: უესლი სნეიდერი უახლოეს მომავალში ტურინის "იუვენტუსი" ხერდან შაქირის ნაცვლად უესლი სნეიდერს გაიფორმებს. გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ "იუვენტუსმა" ხერდან შაქირის გადაბირება ვერ მაოხერხა, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელები უესლი სნეიდერის იტალიაში დაბრუნებას შეეცდებიან. "ბებერი ქალბატონი" ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან და თუ რამე სასწაული არ მოხდა სნეიდერი მალე "იუვეს" შეუერთდება. ის, რაც ტრანსფერის განხორციელებას ანელებს "გალათასარაის" პოზიციაა. თურქები ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უესლი შეინარჩუნონ. ლაკაზეტი "სიტიში"? "ლიონის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი ინგლისური გრანდების შორთლისტში მოექცა. თავიდან ფრანგ თავდამსხმელს მერსისაიდულ "ლივერპულს" უკავშირებდნენ. ამჯერად ლაკაზეტის ყიდვას "მანჩესტერ სიტი" ცდილობს. მანუელ პელეგრინის სურს, რომ საკუთარი გუნდის თავდასხმის ხაზში კონკურენცია გაზარდოს, ამიტომაც ის იანვარში 1 მაღალი დონის შემტევის დამატებას შეეცდება. იტყობინებიან, რომ "სიტის" სკაუტები ლიგის თასის შეხვედრას ლაკაზეტის დასაკვირვებლად დაესწრნენ, რომელშიც ფრანგმა თავდამსხმელმა 1 გოლის გატანა შეძლო. ცნობისთვის, ალექსანდრ ლაკაზეტმა 19 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო. ტიაგო მოტა "მილანში"? სნეიდერთან ერთად იტალიის სერია ა-ში შესაძლოა ტიაგო მოტა დაბრუნდეს. საყრდენი ნახევარმცველის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის თაობაზე "მილანსა" და "პსჟ"-ს შორის აქტიური მოალაპრაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, "მილანი" ტიაგო მოტაში ნაიჯელ დე იონგის პოტენციურ შემცვლელს ხედავს, რომელიც თავის ამჟამინდელ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. იტალიის ეროვნული ნაკრების ჰავბეკი "მილანში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, რადგან მას "როსონერიში" რეგულარული სათამაში პრაქტიკა განაღდებული ექნება. INSTAGRAM-ტრანსფერი მესისგან ყველაზე მოულოდნელი ჭორები ლიონელ მესის გარშემო ტრიალებს. ჯერ კიდევ გუშინ გავლენიანი პრესა მესის "პსჟ"-ს უკავშირებდა, ხოლო დღეს გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ლეო ლონდონის "ჩელსისთან" ფარულ მოალაპრაკებებს აწარმოებს. უცხოური მედიასივრცე მესის "ჩელსიში" გადასვლის მიზეზად ლუის ენრიკესთან არსებულ არც ისე კარგ ურთიერთობას ასახელებს. საინტერესოა, რომ ლიონელ მესიმ "ტვიტერზე" ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური გვერდი და "არისტოკატების" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმეგობრა. ეს ყველაფერი კი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ უცხოურ პრესას მესის "ჩელსიში" გადასვლაზე ჭორები აეგო. თუმცა არ არსებობს ჭორი, რომელშიც სიმართლის ერთი მარცვალი მაინც არ არის... ნიკა ნოზაძე, GOAL.GE trasferebi