Goal.Ge

უმაღლესი ლიგის XXX ტურის ანონსი



დინამო თბილისი - ტორპედო ქუთაისი მატჩის დასაწყისი: 19:00 საათი დღეს, 4 მაისს თბილისელები დინამო არენაზე ქუთაისლებს უმასპინძლებენ. ეს მატჩი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საქართველოში რაც ანგარიშზეც ხშირად ისახება ხოლმე. 2012-13 სეზონის პირველ მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და დინამოელებმა ტორპედოელებს 3-2 სძლიეს, მეორე მატჩში კი ანგარიში ფრე დაფიქსირდა 2-2, შემდეგი მატჩიც ქუთაისში გაიმართა და იქაც ფრე დაფიქსირდა 1-1. ამ ორ გუნდს შორის მატჩები ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. ეს მატჩი კი ორმაგად საინტერესო იქნება რადგან დინამოელები გამარჯვების შემთხვევაში 2 ტურით ადრე ჩემპიონობას გაინაღდებენ, ხოლო ტორპედოელებს გამარჯვება სჭირდებათ, რადგან საჩხერლებმა არ გადაასწრონ. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 54 მატჩიდან, 25-ჯერ დინამოელებმა იზეიმეს გამარჯვება, 14 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 15 დაპირისპირებიდან ტორპედოელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. დინამო ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია 69 ქულით და ისინი ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან, ხოლო ტორპედო მესამე ადგილს იკავებს 58 ქულით და ისინი არამხოლოდ მესამე ადგილის შენარჩუნებაზე იფიქრებენ არამედ ვერცხლის მედლისთვისაც იბრძოლებენ. დინამოს ვერ დაეხმარება ჩისკო დისკვალიფიკაციის გამო რაც ძალიან დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ასევე ტორპედოს რიგებშიც არის დანაკლისი ქუთაისლებს ტრამვის გამო არ ეყოლება ნიკა საბანაძე. მატჩის ტრანსილაციას მეორე არხი შემოგთავაზებთ. ორივე გუნდის ქომაგები საგანგებოდ ემზადებიან ამ მატჩისათვის, ამიტომ ყველანი დინამოზე, დღეს "ქართული კლასიკოა" !!! ზუგდიდი - გორის დილა მატჩის დასაწყისი: 17:00 ზუგდიდი მეორე წრეში პირველი გამრჯვების მოპოვებას შეეცდება, ხოლო გორელები კი ჩემპიობაში რბოლას წინა ტურში გამოეთიშნენ, სადაც დინამომ ალვაროს გოლით 0-1 სძლია დილას. ზუგდიდი 36 ქულით ზედა ექვსეულის ბოლო ადგილს იკავებს, ხოლო დილა 62 ქულით მეორე ადგილს. გორელები მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის იბძოლებენ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში გაურკვევლობაა 2 თვიანი სახელფასო დავალიანების გამო, რის შედეგადაც გუდსი მომავალი ჯერ-ჯერობით უცნობია. ზესტაფონი - საჩხერის ჩიხურა მატჩის დასაწყისი: 18:00 ზესტაფონიც ზუგდიდისავით პირველი გამარჯვების მოლოდინშია. საქართველოს ჩემპიონისთვის ძალზედ ცუდი შედეგია, რაც მაყურებლებზეც აისახა და მატჩზე ბევრად ნაკლები გულშემატკივარი ესწრება წინა წელთან შედარებით. მაგრამ ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის რადგან გუნდმა მწვრთნელი გამოიცვალალ ასევე გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ, კახა კაჭარავამ კი განაცხადა, რომ ზესტაფონში მომავლის გუნდი შენდება. საჩხერლები ევროსაგზურისთვის იბრძვიან, ისინი ასევე თასის ნახევარფინალშიც არიან, სადაც პირველი მატჩში ბოლნისელებს 2-0 სძლიეს. განმეორებითი მატჩი ბოლნისში გაიმართება რაც დიდ ინტერესს იწვევს. რაც შეეხება უმაღლეს ლიგას ისინი სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩებიან ქუთაისლებს და თუ ყველაფერი მათ სასიკეთოდ წარიმართა დიდია შანსი იმისა, რომ მესამე ადგილზე გადაინაცვლონ და ევროსაგზური მოიპოვონ. ფოთის კოლხეთი - მარტვილის მერანი მატჩის დასაწყისი: 17:00 ფოთელებისთვის შეიძლება ეს 3 ქულა პრესტიჟის მოგება იყოს რადგან მათ არ ააქვთ არანაირი შანსი იმისა რომ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნონ ადგილი. ხოლო მერანისთვის ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წარმატების შემთხვევაში, მარტვილელები ფაქტიურად გაინაღდებენ უმაღლეს ლიგაში დარჩენას. ფოთელები 13 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ, ხოლო მარტვილელები 30 ქულით მეორე ადგილს. რუსთავის მეტალურგი - ვიტ ჯორჯია მატჩის დასაწყისი: 17:00 ვიტ ჯორჯია დიდი შანსი აქვს იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი. შეიძლება ეს მატჩი გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათთვის, ამ მატჩშიც პატარა უპირატესობა აქვთ ვიტელებს, რადგან რუსთაველები მთლიანად თასის ნახევარფინალზე არიან გადართულები. მეტალურგი 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერია ქვედა ექვსეულის, ხოლო ვიტ ჯორჯია 29 ქულით მესამე ადგილს იკავებს. დინამო ბათუმი - ბოლნისის სიონი მატჩის დასაწყისი: 17:00 ქობულეთში გასამართ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბათუმელები სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩებიან ბოლნისელებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დინამომ შეძლო ამ მატჩში 3 ქულის აღება ისინი გადაასწრებენ და 4 ადგილზე დამკვიდრდებიან. ასევე სიონსაც სჭირდება ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება. იმ შემთხვევაში თუ ვიტ ჯორჯია დამარცხდა მეტალურგთან და სიონმა ამ მატჩში შეძლო 3 ქულის მოპოვება ისინი გადაასწრებენ ვიტელებს და 3 ადგილზე აინაცვლებენ 31 ქულით. ცხრილი (პირველი ექვსეული) 1)დინამო თბ – 29 | 69 2)დილა – 29 | 62 3)ტორპედო – 29 | 58 4)ჩიხურა – 29 | 54 5)ზესტაფონი – 29 | 39 6)ზუგდიდი – 29 | 36 (მეორე ექვსეული) 1)მეტალურგი – 29 | 43 2)მერანი – 29 | 30 3)დინამო ბთ – 29 | 29 4)სიონი – 29 | 28 5)ვიტ ჯორჯია – 29 | 26 6)კოლხეთი – 29 | 13 ბომბარდირები ჩისკო (3 პენ, “დინამო” თბილისი) – 21 ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი) – 17 საბა ლომია (“მერანი”) – 16 ალვარო (“დინამო” თბილისი) – 13 ნიკა საბანაძე (“ტორპედო”) – 10 სურათი: fcdinamo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10