» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"უპატრონო" გუნდი პატრონის მოლოდინში



რუსთავში ფეხბურთი დიდი ხანია უყვართ, აფასებენ და პატივს სცემენ, თუმცა რამდენიმე წელიწადია თითქოს აღარავინ ინტერესდება აღნიშნული სპორტის სახეობით და ეს ყველაფერი ადგილობრივ კლუბსაც დაეტყო. იშვიათად თუ ნახავთ სტადიონზე შეკრებილ ერთხმად შეკრულ რუსთაველ გულშემატკივარს. თითქოს ხალხმაც "ხელი აიღო" მატჩებზე სიარულზე, მხოლოდ ორიოდ თამაშზე თუ შეიკრიბება 100-მდე გულშემატკივარი, მეტი ყოველშემთხვევაში წლევანდელი სეზონის პირველ წრეს არ ახსოვს. ალბათ იყო ცალკეული მატჩები, მაგალითად თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ და "სამტრედიასთან". მიზეზიც გასაგებია რატომ მივიდა ხალხი აღნიშნულ მატჩებზე. ძირითადი გულშემატკივარი "კარგი" გუნდების თამაშებზე იკრიბება ფოლადზე, ისიც ცოტახნით და შემდეგ ისინიც ჩვეული ტაქტიკით ტოვებენ ტრიბუნებს. IMG_2212 (1) გულშემატკივარი ალბათ ნაკლებად დამნაშავეა, რადგან მთავარი ინტერესი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს. თუ გადავხედავთ "მეტალურგის" ახლო წარსულს, მივხვდებით რაში არის მთავარი პრობლემა. რუსთავის "მეტალურგის" სიტუაცია მაშინაც დამძიმებული იყო, როდესაც გელა სანაიას ნაცვლად "მეტალურგს" სათავეში ვარლამ კილასონია ჩაუდგა. მოგეხსენებათ, გასულ წლის 11 ივლისს კლუბი რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაყიდა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდის პრობლემებმა მას შემდეგ იჩინეს თავი. დაგროვლი ვალები, რომელიც 8 მილიონს აღწევს დღემდე დაუფარავი რჩება. შეგახსენებთ, აღნიშნული ვალი კლუბის ყოფილი მეპატრონის ჟოზეფ ქეის დროს დაგროვდა. სწორედ ამიტომ დატოვეს გუნდი მაშინ ახლად მოსულმა ხელმძღვანელებმა, გელა გომელაურმა და ნიკა დოლიძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ გუნდში 13-14 ფეხურთელი ირიცხეოდა ოფიციალურად. შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულმა პირება (გომელაურმა და დოლიძემ) რუსთავის "მეტალურგის" მართვა თავად გადაწყვტეს და დამეთანხმებით რა რთულია, როცა იბარებ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად დასაშლელად არის განწირული 8 მილიონიანი ვალის გამო. მათ დაიწყეს კლუბისთვის სპონსორების ძებნა, თუმცა ეს საქმე მალევე შეჩერდა, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთავის ადგილობრივმა მერიამ "მეტალურგში" მოსული კეთილისმსურველი ხელმძღვანელები უცხო პირებად მიიჩნია და ფაქტობრივად გზა გადაუკეტა მათ. გელა გომელაურმა და ნიკა დოლიძემ კლუბი მალევე დატოვეს... როდესაც გუნდი მეტალურგიამ გაყიდა მაშინ რუსთავის მერის განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ კლუბს დახმარებოდა, თუ გუნდის ნაწილი მერიის მფლობელობაში იქნებოდა. ეს თემა იქ დაიხურა... შემდეგ სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა: 2013/14 სეზონი დასრულდა და "მეტალურგი" გადაეცა ერთ ჯგუფს, რომელთანაც ჯერ კიდევ 20 ივლისს მთავარ მწვრთნელს შეხვედრა არ ჰქონია. მაშინ ვარლამ კილასონიამ განაცხადა: სეზონი რომ დამთავრდა კლუბს არანაირი პრობლემა აქ ჰქონია იმიტომ ,რომ მანამ მეტალურგია გვედგა მხარში. ისინი თავიანთ ვალდებულებას კარგად ასრულებდნენ. გავიგე, რომ ერთი კვირაა რაც ხელმძღვანელობა შეიცვალა. მეტალურგიის მიერ მეორე ჯგუფს გადაეცა კლუბი. ჯერჯერობით ამ ჯგუფთან შეხვედრა არ მქონია. რა იქნება, როგორ იქნება, რას დავგეგმავენ ალბათ რომ შევხვდებით მერე გავაკრკვევთ. ასეთი მდგომარეობაა ამჯამად კლუბში, ვიცით რომ ხელმძღვანელობა არის შეცვლილი, თუმცა არ ვიცით რის გაკეთებას აპირებენ. მახსოვს, ფოლადს ჯერ კიდევ წლევანდელი სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ვესტუმრე. ცარიელი სტადიონი და ფეხბურთელების გარეშე დარჩენილი სავარჯიშო ზონა თვალშისაცმი გალხდათ. მაშინდელი სიტუაცია დღემდე გრძელდება გუნდში. მაშინ ვარლამ კილასონიას პოზიცია დაშლის თაობაზე ასეთი იყო: kilasonia დაშლილები არ ვართ? აი, უკვე 9-ში იწყება ჩემპიონატი. გუნდს არ გაუვლია გეგმაზომიერად არანაირი მოსამზადებელი ეტაპი, არც ერთი შეკრება. სულ დარჩენილი არის 20 დღე და გუნდმა არ იცის კლუბის შესაძლებლობა. ფეხბურთელებმა არ იციან რამდენ წლიანი კონტრაქტი ექნებათ და ა.შ. აქ, არიან იმედით სავსე რუსთაველი და თბილისელი ფეხბურთელები, რომლებიც მე დავაწინაურე. არაფერი არ ვიცით და ვინ ჩაატარებს ვარჯიშს? ჩავთვალოთ, რომ „მეტალურგი“ დღეს დაშლილიც არის. ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი მფლობელი. "გუნდი კახა მენთეშაშვილის მფლობელობაშია, თუმცა რამდენი ადამიანი არის მის უკან, ამის გარკვევა ძალიან ძნელია." - ეს უკვე ვარლამ კილასონიას განცხადებაა, რომელზეც GOAL.GE-სთან ინტერვიუში მან თავად განაცხადა პირველი წრის დასრულების შემდეგ. წლევანდელი სეზონის პირველ წრეში "მეტალურგის" გამოსვლა დადებითად არაერთხელ შეფასდა. გუნდს, რომ აგვისტოშივე უჭირდა ეს ყველამ იცოდა, თუმცა ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ კლუბმა პირველი მატჩი ბათუმის "დინამოსთან" გამარჯვებით დაიწყო და საბოლოოდ ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა გულშემატკივრებს დაუმტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში არც ფინანსური შესაძლებლობები არსებობდა და არც გარანტიები... ჩემი ბოლო ვიზიტი "ფოლადზე" თითქოს იმედის მომცემი იყო, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რაც იმედებს ფაქტობრივად ხაზს უსვამს. უფულოდ და უსახსროდ დარჩენილი რუსთაველები პირველი წრის დასრულების შემდეგ, მეორე წრეს იმედიანად იწყებდნენ, ყველაფრის მიუხედავად გუნდს იმედი მაშინ ჩაესახა, როდესაც კლუბის ხელმძღვალები მერიის წარმომადგენელს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. თითქოს არსებობდა ფეხზე წამოდგომის იმედი თუმცა... წინათ გიამებეთ ორი ბრაზილიელის შესახებ, რომლებიც "მეტალურგში" სინჯებზე იმყოფებოდნენ. როგორც აღმოჩნდა ლეგიორებმა მთავარი მწვრთნელის გული ვერ მოიგეს და ორივე გაუშვეს კლუბიდან. ვიცით, რომ გუნდიდან წავიდა ქავთარაძე, ალავერდაშვილი, კაკაშვილი, ხუჭუა, კიტეიშვილი და უკვე ცნობილაძეც. ამჟამად შესაძლოა გუნდი დატოვონ: ვალერი კილასონიამ, გიორგი ნარიმანიძემ და დავით გელაშვილმა. ახლა ისიც გახდა ცნობილი, რომ გუნდს ადგილობრივი შეკრება უნდა გაევლო (თითქმის ყველა ქართული კლუბი გადის ადგილობრივ შეკრებას მაინც, უცხოურზე რომ არაფერი ვთქვათ), თუმცა უსახრობის გამო ვერც ეს მოხერხდა. კლუბი ფაქტობრივად დაიშალა და ამ დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ისევ შეხვედრებს გეგმავს ხელმძღვანელობასთან და იდეაში ესაუბრება კლუბის სამომავლო გეგმებზე. იყო საუბარი, რომ შეუძლებელია კლუბი დაფინანსდეს მერიიდან. რატომ არიდებს ქალაქის ხელისუფლება თავს კლუბში ფინანსების გამოძებნას უცნობია, თუმცა ის აშკარაა, რომ ყველა კლუბს ქალაქი ცოტაოდენი ფულით მაინც ეხმარება. რუსთავში კი, იგეგმება შეხვედრები... უსასრულოდ იგეგმება... მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოურინიო: "დარჩება თუ არა ბეილი ტოტენჰემში?"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 13:40

ლივერპულის რომელი ფეხბურთელის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

"ლივერპულმა" გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების ათეული, რომელთა მაისურები 2020-2021 წლის სეზონში ყველაზე გაყიდვადია.

დღეს, 13:34

მანჩინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა: "ნომერ პირველია!"

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა:

დღეს, 13:27

სერ ალექსი: "ჰენდერსონი თავის დროზე სირბილის უჩვეულო მანერის გამო დავიწუნეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, ჯორდან ჰენდერსონის არშემდგარი

დღეს, 13:18

"კიელინიმ არ იცის, რას ნიშნავს ეთიკა", - მელო

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, ჯორჯო კიელინის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:06

"ლივერპულთან ფინალის ტოლფასი მატჩი გველის", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ

დღეს, 12:58

"რონალდუ არ არის იუვესთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ინტერისთვის ლუკაკუ", - ტრამეცანი

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, პაოლო ტრამეცანიმ ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ შეადარა:

დღეს, 12:49

"იუვენტუსისა და ინტერის დაპირისპირებას ვერაფერი შეედრება", - დელ პიერო

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ მოახლოებული იტალიური დერბის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:38

ზიდანმა ოდეგორი დასაჯა - ესპანური პრესა

Diario AS-ისა და Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მარტინ ოდეგორი

დღეს, 12:30

"იუვეს დამარცხების შემთხვევაშიც კი, ინტერი სერია ა-ს ფავორიტი არ იქნება", - ლიპი

ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ "იუვენტუსისა" და "ინტერის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ

დღეს, 12:12

ზიდანი: "ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა ფეხბურთელია აზარი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ედენ აზარის შესახებ:

დღეს, 12:03

ზინჩენკოს მსურველებს შორის ბარსელონაც არის

The Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველს, ალექსანდრ ზინჩენკოს ამ დროისთვის სამი მსურველი ჰყავს.

დღეს, 11:58

გვარდიოლა ადასტურებს - გარსია ბარსელონაში ბრუნდება

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონამ" ერიკ გარსიას ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწია.

დღეს, 11:46

ერიქსენმა ინტერში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო

"ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა სერია ა-ში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო.

დღეს, 11:38

ჯერარდი ერთ-ერთ ლივერპულელს: "შენს გვერდით დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის გვერდით ის დიდი სიამოვნებით

დღეს, 11:28

ვეინალდუმის ახალი გუნდი ცნობილია - AS

AS-ის თანახმად, "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 11:22

"მანჯუკიჩის გაშვებით, იუვენტუსმა შეცდომა დაუშვა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დღეს, 11:16

რეალი რამოსს კვლავ კარგავს?!

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრის წინ, მარცხენა მუხლში

დღეს, 11:07

რამდენად სერიოზულია დესტის ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ფინალში?

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ტრავმის გამო

დღეს, 10:54

"ლივერპულის დამარცხება? ახლა ან არასდროს", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 10:44

მესიმ ვარჯიში გამოტოვა - ფინალში თამაშის შანსები კიდევ უფრო შემცირდა

Marca-ს თანახმად, "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასის ფინალში თამაშის შანსები დღითიდღე მცირდება.

დღეს, 10:34

"წინ, სეზონის ყველაზე რთული გამოცდაა", - ოლე ლივერპულთან მატჩის შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 10:26

ლინეკერი: "რუნის ტრავმა რომ არა, ინგლისი ევრო 2004-ს მოიგებდა"

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი, უეინ რუნის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა:

დღეს, 10:18

IFFHS-მა ეროვნულ ნაკრებში მომუშავე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებში მომუშავე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი

დღეს, 10:09

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

მორატა: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10