» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

SBM LEAGUE 2014/15: თასის 1/4 ფინალისტები უკომპრომისო ბრძოლებში გამოვლინდნენ



რვა 1/8 ფინალური დაპირისპირება, ოთხი ოვერტაიმი და სამი 7 მეტრიანი დარტყმების სერია... სწორედ ასე წარიმართა კვირას, 25 იანვარს ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების პირველი რაუნდი და სათამაშო დღეც  შესაბამისად დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 16 გუნდმა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს უკომპრომისო ბრძოლა და არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზა. პირველივე დაპირისპირება სენსაციით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ნატახატარი, თასზე ასპარეზობას გამოეთიშა. მათი მეტოქე პრივატ ბანკი იყო. მიუხედავად უპირატესობისა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა. თითო-თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა დამატებით 5 წუთიან ტაიმში და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ნატახტარს არაერთხელ შეეძლო წარმატების მოპოვება, თუმცა საბოლოოდ მათივე ფეხბურთელების უნიათობით და  „ბანკირების“ კიპერის თავდადებული თამაშით, მოდევნო ეტაპზე პრივატ ბანკი იასპარეზებს. მორიგ 1/8 ფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთი სენსაცია იყო ახლოს. ევროპაბეთი, ერთი შეხედვით  უიმედო აუტსაიდერს, ბორჯომს დაუპირისპირდა და უაღრესად დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა. „ბუკმეიკერებმა“  მეორე ნახევარში მოახერხეს ორი ბურთით დაწინაურება, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს უპირატესობა გააბათილეს და მატჩის ბოლო წამებზე რეალური საგოლე შანსიც გაუშვეს ხელიდან. საბოლოოდ დამატებით დროში „ბორჯომის“ ფეხბურთელების დაღლილობამ იჩინა თავი, რისთვისაც მეტოქემ ორი უპასუხო გოლით „დასაჯა“ და საბოლოდ 4-2 - ევროპაბეთი 1/4 ფინალშია. მომდევნო ორი დაპირისპირება შედარებით „ხანმოკლე“ გამოდგა. ვერცხლის ლიგის ფავორიტმა, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გუნდმა, ოქროს ლიგელ „კოლეგას“, GM-ჭიიათურას4-2 სძლია. რაც შეეხება კიდევ ერთ ოქრო-ვერცხლის გარჩევას, აქ უკვე ერისთავმა სტატუსი გაამართლა და 7-2 გაანადგურა სნიკერსი. 7 მეტრიანების დანიშვნა გახდა საჭირო ბი პი ჯორჯიასაბანკი რესპუბლიკის გუნდებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო, ფრედ 1-1 დასრულდა. „საფეხბურთო ლატარეაში“ კი უფრო „მენავთობეებს“ გაუმართლათ და მომდევნო ეტაპის საგზურიც მათ დარჩათ. 1/4 ფინალში ითამაშებს საქრუსენერგოც, რომელმაც პროკრედიტ ბანკი დაამარცხა 3-2. რაც შეეხება „საბანკო დერბის“, ვითიბი ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის, აქ გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა 1-5.  ამ შეხვედრას საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი ახლდა თან - საქართველოს ბანკის ფეხბურთელმა, გიორგი ჯგერენაიამ ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ მძიმე ტრამვა მიიღო რის გამოც მატჩის დიდი ხნით შეჩერება გახდა საჭირო. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი სასწრაფოთი იქნა გადაყვანილი და  საჭირო მკურნალობის პროცედურაც ჩაუტარდა. საპლეიოფო დღე კვლავ დამატებითმა დრომ და 7 მეტრიანების სერიამ დაასრულა. კრედოსა და ტატიშვილის დაპირისპირებაში, ძირითად დროში დაფიქსირებული ანგარიში, 2-2 არც 5 წუთიან ტაიმში შეცვლილა, 7 მეტრიანები კი უკეთ „მედიკოსებმა“ შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 25.01.2015. თასი. 1/8 ფინალი ნატახტარი - პრივატ ბანკი  3-3 დ.დ 4-4, პენ. 6-7 გოლები: სეფერთელაძე (2), ბაირამოვი (1), აფაქიძე (1) (დ.დ) - მაზანიშვილი (1), სომხიშვილი (2), ფირანიშვილი (1) (დ.დ) unnamed (1) ევროპაბეთი - ბორჯომი 2-2 დ.დ 4-2 გოლები: კოპალიანი (1), ღვინიაშვილი (1), კოპალიანი (1) (დ.დ), ლუკავა (1) (დ.დ) - კვანტრიშვილი (1), ჩაჩიბაია (1) GWP – GM ჭიათურა 4-2 გოლები: აფციაური (2), ხიდეშელი (2) - შუბითიძე (1), კირკიტაძე (1), სნიკერსი - ერისთავი 2-7 გოლები: ბერიძე (1), ხარტონიშვილი (1) - ჯინჭველაშვილი (3), კვანტალიანი (1), მდივანი (1), კუჭავა (1), ფირცხალავა (1) BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა 1-1 დ.დ 1-1. პენ. 8-7 გოლები: გაბლაია (1) - სეფერთელაძე (1) პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო  2-3 გოლები: თურმანიძე (2) - ანდღულაძე (1), მაღლაკელიძე (1), ძაგნიძე (1) ვითიბი ბანკი - საქართველოს ბანკი 1-5 გოლები: სულაძე (1) - ფარაჯანიშვილი (1), სერჟ აბლო (1), ჯოხაძე (2), ხუციშვილი (1) ტატიშვილი - კრედო 2-2 დ.დ 2-2 პენ. 3-0 გოლები: პირველი (2) - თოლორდავა (1), ცერცვაძე (1) 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: ევროპაბეთი - საქრუსენერგო ერისთავი - GWP პრივატ ბანკი - BP GEORGIA საქართველოს ბანკი - ტატიშვილი მატჩები მარტში გაიმართება. მომდევნო კვირიდან კი კალენდარული ტურის შეხვედრები განახლდება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music” რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, GOAL.GE, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”. სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

დღეს, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

დღეს, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

დღეს, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

დღეს, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

დღეს, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

დღეს, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

დღეს, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

დღეს, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

დღეს, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

დღეს, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

დღეს, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

დღეს, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

დღეს, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

დღეს, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

დღეს, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

დღეს, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

დღეს, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

დღეს, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

დღეს, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

დღეს, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

დღეს, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

დღეს, 17:22

კლოპი: "ხუთი წლის ბავშვივით ტირილს არ ვაპირებ, მაგრამ იდეალურ სამყაროში ვიცი, რასაც გავაკეთებდი"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

დღეს, 17:18

კრიშტიანუ რონალდუმ 6-მილიონიან რეკლამაზე უარი თქვა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურიზმის დარეკლამებაზე უარი თქვა.

დღეს, 17:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10