» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მასმედიაში არ გავაკრიტიკებ!



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიურ ჟურნალ „Number 1”ეს ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამოდენიმე დღის წინ მისცა. სრული სახით ინტერვიუ ჟურნალის იანვრის ნომერში ერთ კვირაში დაიბეჭდება. მანამდე, კი გთავაზობთ ამ ინტერვიუს, რომელიც დარწმუნებულნი ვართ გულშემატკივართა და ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პირის ყურადღებას დაიმსახურებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საქმეს უკვე შეუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩვენი უპირველესი გუნდი პირველ შეხვდრებს გაზაფხულზე ითამაშებს: 25 მარტს ამხანაგურად მალტას გაეიჯიბრება, 29 მარტს კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს ევროშესარჩევის ციკლში. რა პერსპექტივებს ხედავს ჩვენი ნაკრების ახალი დამრიგებელი, როგორია მისი ფილოსოფია და  შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რა მიმართულებას ირჩევს – ამას ცხადაძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ. მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება   –        ბოლო პერიოდში ხშირი იყო ლაპარაკი საქართველოს ნაკრების კონტინგენტზე და ამის მიხედვით ხდებოდა შეფასებების გაკეთება. როცა გადაწყვიტეთ ჩვენი ნაკრების თავკაცობა, უთუოდ გაითვალისწინებდით ამ ფაქტორს... –        ფეხბურთელებს უნდა დაუბრუნდეთ საკუთარი თავის რწმენა, მათ უნდა სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების, რაც რეალურად შეუძლიათ, ის უნდა გამოავლინონ. ამის შემდეგ კი მწვრთნელის ამოცანა ის იქნება, თუ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს. გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებელი არის მწვრთნელი, მწვრთნელის წინაშე კი პასუხისმგებლები არიან ფეხბურთელები – ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ.  მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება. –        გუნდი ჯერ უნდა შეიკრას, მომდევნო ეტაპზე კი კონკრეტული შედეგისთვის იბრძოლებს – ასე განიხილავთ სამოქმედო გეგმას? –        უნდა მოვემზადოთ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის – საკითხი ასე არ დადგება, ჩვენ ამოცანა ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმის გამოვლენა იქნება და მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ჩემი შეხედულებები ფეხბურთელებს გავუზიარო.  ვარჯიშებზე კონცენტრიტრებული ვიქნებით ტაქტიკური სქემის დახვეწაზე. –        საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე პრობლემური პოზიცია. საინტერესოა ისიც, როგორ იქნება კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბიც. –        არის პრობლემა მარცხენა მცველთან დაკავშირებით. გია გრიგალავას სამწუხაროდ ჯერ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. კარგად ვიცნობ გიორგი ნავალოვსკის შესაძლებობებს, თუმცა ამ მარცხენა მცველს აღარ აქვს ქართული პასპორტი და ეს იურიდიული საკითხი მოსაგვარებელია. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ჩემი  სურვილია, რომ ოთხი სპეციალისტი გვყავდეს, მათგან ორი ჩემთან იქნება ყველა ვარჯიშზე, ერთმა მწვრთნელმა ვარჯიშის ძირითადი ნაწილი უნდა ჩაატაროს. –        მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის  ჩვენს ნაკრებში ახალი ფეხბურთელების გამოჩენა რამდენად მოსალოდნელია? –        ამ ორი შეხვდერისთვის გამოვიძახებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ვიცნობ და რომლებიც მანამდეც თამაშობდნენ ნაკრებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერიდები ახალგაზრდა ფეხბურთელების წამოწევას. –        იყო ასეთი ფაქტი: ევრო 2008–ის შესარჩევში შოტლანდიასთან მატჩისთვის კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ათამაშა  17–18 წლის  ფეხბურთელები: გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე. ამ გაადწყვეტილებამ გაამართლა და შოტლანდიას 2:0 მოვუგეთ... –        მთავარია ფეხბურთელში პოტენციალი დავინახო, თორემ არ მაქვს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერ მეტოქესთან 18 წლის ფეხბურთელები ვათამაშო. მსურს, რომ ჩემი თანაშემწეებიდან ერთი ისეთი მწვრთნელი იყოს, რომელიც პარალელურად საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებშიც მუშაობს და სასარგებლო ინფორმაციებს მომაწვდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. –        საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს ალექსანდრე ამისულაშვილი... –        ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება. ამისულაშვილი მნიშვნელოვან ფეხბურთელად მესახება იმ სისტემაში, რითაც მინდა რომ ნაკრებმა ითამაშოს. ამისულაშვილი გამოცდილი მოთამაშეა, ნამდვილი პროფესიონალი, იგივეს ვიტყოდი ლაშა სალუქვაძეზეც, რომელსაც, ვფიქრობ, ისევ შეუძლია სანაკრებო დონეზე თამაში. ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს არ ვათამაშებ –        ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემატური იყო შეტევით ფაზაში თამაში – მოკლე დროში რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ უკეთესობის მიღწევა? –        საიმედო ცენტრალური მცველები გვაყავს: ამისულაშვილი, კვირკველია, სალუქვაძე, კაშია, გრიგალავა...შეტევით პოტენციალს ესეც უმაგრებს ზურგს და ვფიქრობ, შემტევი ფეხბურთელებიც საკმაოდ გვყავს. თუ ლევან ყენია კარგ ფორმას დაიბრუნებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ნაკრებისთვის ისევ სასარგებლო იყოს.   –        შეტევითი ფაზის სისუსტეს მნიშვნელოვნად ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ ჩვენი ნაკრების საყრდენი ნახევარმცველები შეტევის ორგანიზებისკენ ნაკლებად იყვნენ ორიენტრირებულნი.  თუ ხედავთ ისეთ საყრდენ ნახევამრცველს, რომელიც მცველებს ბურთს „გამოართმევს“ და საინტერესო შეტევას დაიწყებს? –         საყრდენი ნახევარმცველი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელიც ბურთს „ამოიტანს“.  ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს არ გავამწესებ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული პირველი პასის ფაქტორიც. ჯაბა კანკავასაც  მოვთხოვთ, რომ უფრო მეტჯერ მიიღოს ბურთი, ორივე საყრდენმა ნახევარმცველმა ბურთი უნდა „ეძებოს“. –        კახა მახარაძეზე რა აზრის ხართ? ამ ცეტრალურ ნახევარმცველს მოიაზრებთ  ნაკრების კანდიდატად? –        მახარაძე 18 წლის იყო, დინამო თბილისში ბრონდბიუსთან რომ ვათამაშე ევროტურნირზე. მთავარია, ახლა რა კონდიციაშია ეს ფეხბურთელი, რომლის გამოძახებასაც  მალტასთან მატჩისთვის ვაპირებ. სწორი თამაში ამარცხებს ოსტატობას –        ორი გარემარბი და ერთი ცენტრფორვარდი – საქართველოს ნაკრებში ამ აპრობირებული სქემით აპირებთ შეტევის წარმართვას? –        შესაძლოა, ორი ფორვარდით და სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ისიც, რომ ორი თავდამსხმელიდან ერთი უკან დახეული იყოს – ამ ფუნქციის შესრულოება შეუძლიათ თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ჭანტურიას, ყენიას... –        საქართველოს და გერმანიის ნაკრები – პარამეტრებში სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა ფეხბურთში არცთუ იშვიათად ხდება, რომ შეხვედრა საპირისპირო შედეგით სრულდება. რამდენად არის ამის შანსი გერმანიასთან მატჩში? –        ფეხბურთელთა კარგი ფუნქციონალური მომზადებითა და სწორი თამაშით შესაძლებელია ოსტატობაში განსახვავების კომპენსირება. მალტასთან და გერმანიასთან მატჩებს შეუძლიათ მთლიანად შემოატრიალოს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის განწყობა, რაც არის ფეხბურთელებში და გულშემატკივრებში. –        ფეხბურთელთა ეს თაობა რამდენად არის მზად ამისთვის? –        ვფიქრობ, ამ ეტაპზე შედარებებს თავი უნდა დავანებოთ. –        ქვეყნის ყველა ნაკრების მოქცევა ერთ სისტემაში, რომელსაც ერთი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახით – ემხრობით ასეთ მოდელს? –        ეს ცუდი მიმართულება ნამდვილად არ არის, ასეთი გამოცდილება უკვე აქვს რამდენიმე ქვეყანას. ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში რომ მოვა, უნდა იცოდეს, სად მოვიდა.  აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დოგმებში არ უნდა მოვაქციოთ და საკუთარი თავის რეალიზებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ამ ეტაპზე კი ჩვენ უფრო იმაზე ვიქნებით ორიენტირებული, რომ ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში დადებით შედეგს მივაღწიოთ.  დავით თავართქილაძე "N"Number 1" წყარო: GFF.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

დღეს, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

დღეს, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

დღეს, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

დღეს, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

დღეს, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

დღეს, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

დღეს, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

დღეს, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

დღეს, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

დღეს, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

დღეს, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

დღეს, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

დღეს, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

დღეს, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

დღეს, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

დღეს, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

დღეს, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

დღეს, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

დღეს, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

დღეს, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

დღეს, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

დღეს, 17:22

კლოპი: "ხუთი წლის ბავშვივით ტირილს არ ვაპირებ, მაგრამ იდეალურ სამყაროში ვიცი, რასაც გავაკეთებდი"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

დღეს, 17:18

კრიშტიანუ რონალდუმ 6-მილიონიან რეკლამაზე უარი თქვა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურიზმის დარეკლამებაზე უარი თქვა.

დღეს, 17:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10