ავტორიზაცია

მერებაშვილი: "გატუზო ვარჯიშებზეც ისეთ ხასიათს ამჟღავნებდა, როგორიც მას ფეხბურთელობის დროს ჰქონდა"

მერებაშვილი: "გატუზო ვარჯიშებზეც ისეთ ხასიათს ამჟღავნებდა, როგორიც მას ფეხბურთელობის დროს ჰქონდა"
თარიღი 27 Jan 2015, 13:03
ბერძნულ "ოფიში" მოთამშე ქართველი ლეგიონერები, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი გუნდს მაისში დატოვებენ. როგორც იცით, ამის მთავარი მიზეზი ის ფინანსური პრობლემები გახლავთ, რომელიც მათ კლუბს გააჩნია. GOAL.GE დაუკავშირდა გიორგი მერებაშვილს და მასთან საინტერსო საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა. მერებაშვილი მისა და ლორიას მომავალზე: მოგეხსენებათ, ამ სეზონის ბოლოს მე და გიორგი კლუბს დავტოვებთ. მინდა გითხრათ, რომ უკვე გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა გუნდის ხელმძღვანელობისგან. მათ შორის ბერძნული და რამდენიმე ევროპული გუნდია. მათ სახელებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ. ყველაფერი მაისში გადაწყდება." მერებაშვილი "ოფიში" გატარებულ პერიოდსა და ჯენარო გატუზოს პიროვნებაზე: გატუზოსთან ერთად მუშაობაზე ძალიან ბევრი ოცნებობს და, ღმერთის წყალობით, ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ მასთან თანამშრომლობა მომიწია. თუმცა, სამწუხაროა, ამ ყველაფერმა მხოლოდ სამი თვე გასტანა. რა ვისწავლე მისგან... სწვალებით, ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამე შევიძინე, რადგან პატარა აღარ ვარ და უკვე ძალიან ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია. მაგრამ გეტყვით, რომ გატუზო გამორჩეული პიროვნებაა. ჯენარო ვარჯიშებზეც ისეთ ხასიათს ამჟღავნებდა, როგორიც მას ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. იგი თითოეულ თამაშსა თუ ვარჟიშზე გუნდთან ერთად ბოლომდე იხარჯებოდა. გატუზოს ძალიან მებრძოლი და შუპოვარი ხასიათი აქვს. საოცარი ადამიანია!" მერებაშვილს საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, კახა ცხადაძეზეც ვკითხეთ: "პირველად სწორედ კახამ მათამაშა თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. მაშინ "დინამო 2"-ის ფეხბურთელი ვიყავი და მთავარ გუნდში მოხვედრა ძალიან მინდოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრები მასთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს. მას ამის ძალა ნამდვილად შესწევს!" მერებაშვილი ნაკრებში გამოძახების საკითხზე: "ვიმედოვნებ, რომ ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში მოვხვდები და უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! ღმერთის წყალობით, მიუხედავად გუნდში არსებული პრობლემებისა, კარგ სეზონს ვატარებ და იმედი მაქვს, რომ შანსი მომეცემა დასამტკიცებლად..."