"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი სპარინგი გამართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ვიტ ჯორჯიამ" მორიგი სპარინგი გამართა



საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" აგრძელებს მოსამზადებელ ეტაპს. პარალელურ რეჟიმში გუნდი სპარინგებს ატარებს. დღეს "მცხეთა პარკზე" მორიგი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. "ვიტ ჯორჯიამ" შინ ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 41-ე წუთზე "სიონი" ჭანკოტაძის გოლით დაწინაურდა. 61-ე წუთზე ბოლნისელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად გოლი ახალწვეულმა სიჭინავამ გაიტანა, რომელიც გუნდს წლეულს დაემატა ფოთის "კოლხეთიდან". "ვიტ ჯორჯიამ" 10 წუთში პირველი ბურთი გაიტანა, 70-ე წუთზე პენალტი დემეტრაშვილმა ზუსტად შეასრულა. 3 წუთში კუხალეიშვილმა წონასწორობა აღადგინა და ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, მორიგ ამხანაგურ მატჩს "ვიტ ჯორჯია" ცხინვალის "ლიახვთან" ჩაატარებს. თამაში 31 იანვარს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები