» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

როგორი იქნება საქართველოს ნაკრები 5 წლის შემდეგ?



ამჟამინდელი საქართველოს ეროვნული ნაკრები არც თუ ისე წარმატებულია და უახლოეს მომავალშიც არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ჩვენს გუნდს ევრო და მსოფლიო ტურნირებზე ვიხილავთ. ნაკრების ყოფილი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია მთავარ მიზეზად ფეხბურთელებს ასახელებდა: "არ მყავს სათანადო ფეხბურთელები და რა ვქნა?" - ეს ფრაზა ხშირად გაგვიგია თემურისგან, რომელიც ასე თუ ისე, რაღაც მხრივ მართალი იყო. ნამდვილად ვერ მოსთხოვდა კაცი საქართველოს ნაკრებით ირლანდიასთან და პოლონეთთან გამარჯვებას. რატომ? პირველივე მიზეზად შემადგენლობა უნდა დავასახელოთ. გადავხედოთ, სად თამაშობენ ირლანდიისა და პოლონეთის მოთამაშეები და შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული ფეხბურთის ამ თაობამაც ისე ჩაიარა (მიდის), რომ მაყურებელი ვერანაირ ხარისხსა და კარგ თამაშს ვერ ხედავს, რის გამოც ფეხბურთის მიმართ კიდევ უფრო იკარგება ინტერესი. ახლა კი GOAL.GE -სთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მომავალი აქვს ჩვენს ნაკრებს... გაცილებით დიდ პერსპექტივას იძლევა მომავალი ნაკრები, ვიდრე ახლანდელი და ეს ახალგაზრდულ ტურნირებზე მიღწეული წარმატებებიდან ჩანს. საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებები მუდმივად ახერხებენ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, რაც არც თუ ისე იოლად მისაღწევია. Untitled-1 აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ახალგაზრდული თაობა შესანიშნავად ასპარეზობს და ისინი გაცილებით უკეთეს თამაშს ანახებენ, ვიდრე უფროსები. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. ამაში წვლილი ახალგაზრდული ნაკრებების კარგმა თამაშმაც შეიტანა, რაც ევროპელებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. ვნახოთ, თუ ვის აქვს ყველაზე დიდი პერსპექტივა იმის, რომ მომავალ წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი და ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 5 წლის შემდეგ - GOAL.GE -ს ვერსია (დაყრდონბილია ახალგაზრდულ ნაკრებებზე) საქართველოს ნაკრებში ახლაც არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც უკვე გარკვეულ დონეზე ასპარეზობენ ევროპაში, თუმცა ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამჟამად არ ირიცხებიან ეროვნულ გუნდში. მეკარე - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი 21 წლამდელებს ჰყავთ. გიორგი ნადირაძე გამოცდილი მეკარეა, რომელმაც ჯერ 19 წლამდელებში ითამაშა, ახლა კი 21 წლამდელთა რიგშია. ცნობისთვის, ის უკვე "ცხინვალის" ძირითად შემადგენლობაში ირიცხება. ვარაუდობენ, რომ მას დიდი მომავალი ექნება. Untitled-1 მცველები - საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრს ყოველთვის ჰყავდა ისეთი გამორჩეული მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი... ახლაც, ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრს გურამ კაშია და საბა კვირკველია ჰყავს, რომლებიც ითვლებიან, რომ საუკეთესოები არიან ნაკრებში. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებში, არც მომავალში არ უნდა შეიქნმას ცენტრალური მცველების პრობლემა. დღესდღეობით ახალგაზრდულ ნაკრებებს ჰყავს ისეთი მცველები, როგორებიც არიან ჯიმი ტაბიძე და ნიკა ჭანტურია. ტაბიძე "საბურთალოს" ღირსებას იცავს და ის უკვე რამდენიმეჯერ იმყოფებოდა ევროპის გამორჩეულ გუნდებში სინჯებზე. ცნობისთვის ჯიმი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. რაც შეეხება ჭანტურიას, ის უკვე "დინამოს" ღირსებას იცავს და თბილისიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. ნახევარმცველები - საქართველოს ნაკრების მომავალი ნახევარდაცვა სავარაუდოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა უნდა შეავსონ. მართალია ისინი უკვე გამოძახებულები არიან ეროვნულ გუნდში, თუმცა ჯერ ადგილი არ დაუკავებიათ ძირითად შემადგენლობაში. თემურ ქეცბაიამ მხოლოდ 1 შეხვედრაში ათამაშა ახალგაზრდა "დინამოელები". საუბარია, გიორგი პაპავაზე, მათე ცინცაძესა და გიორგი პაპუნაშვილზე. პაპავა უკვე წავიდა კვიპროსში, ცინცაძე და პაპუნაშვილი კი ჯერ-ჯერობით ისევ აქ რჩებიან. ცნობისთვის, ისინი 21-წლამდელების რიცხვში არიან. ასევე, აღსანიშნავია ახალგაზრდა ნახევარმცველის აკაკი შულაიას თამაშიც, რომელიც მარტვილის "მერანის" ღირსებას იცავს. აკაკი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. თავდამსხმელები - საქართვეოს ახალგაზრდული ნაკრებების გამორჩეული თავდამსხმელი ლუკა ზარანდიაა, რომელიც ბელგიური "გენკის" ღირსებას იცავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ვინც ადევნა თვალი, მიხვდებოდა, რომ ამ ფეხბურთელისგან ნამდვილად გამოვა დიდი მოთამაშე. ასევე, მომავალი აქვს დავით ჯიქიასაც, რომელმაც "ბარსელონას" გაუტანა გოლი "ლოკომოტივის" შემადგენლობით. Untitled-1 მოიწონეთ ჩვენი FACEBOOK გვერდი: ქართული ფეხბურთი მომზადებულია GOAL.GE-ს მიერ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 17:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10