კოლუმბიელი ქალების რჩეული ხამეს როდრიგესი გახდა

პოპულარულმა კოლუმბიურმა გაცნობის საიტმა გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ არის საუკეთესო სასიძო მათ სამშობლოში. საპატიო პრიზი ხამეს როდრიგესმა დაიმსახურა, რომელმაც 3100 გამოკითხულ ქალბატონს შორის ხმების 41% მოაგროვა. "რეალის" ჰავბეკს თანამემამულე ქალები ყველაზე ათლეტურად, მომხიბვლელად და სანდოდაც კი მიიჩნევენ.
წყარო: AFP