» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

საქართველოში ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებს ვიხილავთ!



რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გადაწყდა, რომ 2017 წელს 19 წლმადე ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ეს ტურნირი, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დამწყები, ახალბედა ფეხბურთელისთვის. მასში მონაწილეობა წარსულში ბევრ ისეთ მოთამაშეს მიუღია, რომლებიც დღეს უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2 წელიწადში გასამართი ჩემპიონატი იქნება. არაფერია გამორიცხული. რა ვიცით, შეიძლება ქართულ მოედნებზე "მომავალმა ზიდანმა", ან "რონალდუმ" ითამაშოს. შემდეგ ამ ყველაფერს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დიდი სიამაყით მოვუყვებით. რამდენიმე წელში "ვიტრაბახებთ", რომ ამ, უკვე შემდგარი ვარსკვლავების თამაშები წარსულში ცხადში გვქონდა ნანახი. ერთი სიტყვით, საქართველოში ბევრი ისეთი მოთამაშე ჩამოვა, რომლებიც უკვე აღმავლობისკენ, ვარსკვლავობისკენ მიმავალ გზაზე იქნებიან დამდგრები. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესოს და სანახაობრივს გახდის ამ ტურნირს, განსაკუთრებით, ქართველი მაყურებლისთვის, რომელსაც უშუალოდ შეეძლება ქართული სტადიონის ტრიბუნებიდან თვალი ადევნოს ახალგაზრდა, უკვე ცნობილი ტალანტების ბურთის გორაობას. როგორც მოგახსენეთ, წარსულში ბევრმა უკვე ცნობილმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირზე. GOAL.GE გესაუბრებათ იმ გამოჩენილ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მონაწილეობა მიიღეს ევროპის "U19"-ზე. ანტუან გრიზმანი 2010 წელს, ცხრამეტ წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას ანტუან გრიზმანი იცავდა. 19 წლის ფეხბურთელი ფრანგების ერთ-ერთი ლიდერი იყო. საგულისხმოა, რომ ამ მოთამაშემ ნახსენებ ტურნირზე, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული მისი ნაკრების მიერ ჩატარებული ხუთივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და, საბოლოო ჯამში, 2 გოლს მოუყარა თავი. საბოლოოდ, მისმა გუნდმა თასიც მოიპოვა, დაამარცხა რა ესპანეთის ნაკრები ანგარიშთ 2-1. დღეს, გრიზმანი რასაც წარმოადგენს ყველამ კარგად ვიცით - მან გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ფორმა მოირგო და მისი შეუცვლელი ფიგურა გახდა. ანტუანის როლი "მამლების" ცხოვრებაში უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფრენკ რიბერიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, იგი წელს მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს და 'როხი ბლანკოს" წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ტიაგო ალკანტარა კიდევ ერთი წარსულში ევროპის "U19-ზე" მოთამაშე სპორტსმენი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, ესპანელი ტიაგო ალკანტარა გახლავთ. გრზიმანის მსგავსად, ისიც 2010 წლის ტურნირზე გამოვიდა. მანაც ხუთივე დასკვნით შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. ტიაგოს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ფურია როხა" ტურნირის ფინალში გავიდა. ალკანტარა თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვალავად ითვლება. წარმატებული "ბარსელონური" კარიერის შემდეგ, ტიაგოს მრავალი მსურველი გამოუჩნდა. როგორც იცით, დღეს იგი "ბაიერნის" ღირსებას იცავს. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, მან უკვე მოირგო პირველი გუნდის ფორმა. კონკრეტულად, ახალგაზრდა მოთამაშემ 2014 წელს იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხესე როდრიგესი მორიგი ფეხბურთელი ხესე როდრიგესია. აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშემ განსაკუთრებული პოპულარობა 2012 წლეს გამართული 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატით მოიპოვა. ხესე იმ წელს ნახსენები ტურნირის ბომბადირი გახდა, გაიტანა რა ექვსი გოლი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ფინალში, 2012 წლის 15 ივლისს, საბერძნეთის კარში გატანილი გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე. ამ ბურთით როდრიგესმა ესპანელებს ჩემპიონობა მოაპოვებინა. ხესე მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელია. პირველ გუნდში დიდი სათამაშო დრო "რეალის სათავეში კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ მიეცა. როდრიგესმა წინა სეზონში 18 შეხვედრაში 5 გოლს მოუყარა თავი. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საბედისწერო ტრავმის შემდეგ, მას ნაადრევად მოუხდა სეზონის დასრულება. დღეს, ხესე "რეალის" ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. პოლ პოგბა ეს ფეხბურთელი მხოლოდ 21 წლისაა და, თამამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლის გარეშე საფრანგთის ნაკრების ნახევარდაცვა წარმოუდგენელია. პოგბამ 2012 წელს მიიღო ევროპის "U19"-ზე მონაწილეობა. მან აღნიშნულ ტურნირზე ჯგუფირ ეტაპიდან მოყოლებული სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა შეძლო. პოგბამ სერბებისა და ესპანელების კარის ბადე შეარხია. საგულისხმოა ეს უკანასკნელი შეთხვევა: "მამლები" დამატებით დროში შეხვედრას ანგარიშით 2-3-ს აგებდნენ, 117-ე წუთზე კი სწორედ პოლმა შეძლო გათანაბრება და მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა. თუმცა, აქ უკვე ფრანგები დამარცხდნენ და ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოგბას როლი ეროვნულ ნაკრებში განსაკუთრებულია.იგი გასულ ზაფხულზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "მამლების" ნახევარდაცვის ლიდერი იყო და შეტევების ორგანიზებაც სწორედ მას ევალებოდა. დაახლოებით იგივე როლი აქვს 21 წლის მოთამაშეს "იუვენტისშიც". საგულისხმოა, რომ ამ მოთამაშეს მომავალში ოქროს ბურთის მოგებას უწინასწარმეტყველბენ. ასევე, 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ხუთი წლის მანძილზე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან: ჟოფრე კონდოგბია, მარკ ბარტრა, ჟერარდ დეულოფეუ, კანალესმა, დანიელ კარვახალი, ბრუნო მარტინს ინდი, ვან რინი და ა.შ. მოიწონეთ ჩვენი FACEBOOK გვერდი: ქართული ფეხბურთი   მოამზადა კახა ყიფიანმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი მატჩი დასჭირდა იოვიჩს აინტრახტში იმაზე მეტი გოლის გასატანად, რამდენიც რეალში გაიტანა?

მოგეხსენებათ, სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი მადრიდის "რეალმა" "აინტრახტში" გაანათხოვრა.

დღეს, 01:39

როგორი იყო ჯაბა კანკავას სტატისტიკა სადებიუტო მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში "შატირაუ" "ვალენსიენსს" დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

დღეს, 01:20

ბუდუს ბენეფისი უნგრეთში - გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 5:0 გამარჯვება [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "იუპსეტს" და "ფეჰერვარს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:5 დასრულდა.

დღეს, 00:49

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10