შურლეს სანაცვლოდ გადახდილი თანხა სარეკორდო აღმოჩნდა

"ვოლფსურგმა" საბოლოოდ ლონდონის "ჩელსის" გერმანელი შემტევი, ანდრე შურლე 32 მლნ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ეს ტრანსფერი "ვოლფსბურგის" ისტორიაში სარეკორდოა, ხოლო ბუნდესლიგის ისტორიაში ის მე-3 ადგილს იკავებს.
ყველაზე მეტი თანხა მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკის" ჩამშლელის, ხავი მარტინესის სანაცვლოდ გადაიხადა. გერმანელებმა ესპანელი ჰავბეკის სანაცვლოდ 40 მლნ ევრო გაიღეს. მეორე ადგილზე ამ მხრივ კვლავ "ბაიერნის" მიერ შეძენილი მარიო გიოტცეა. "რეკორდმაისტერს" მსოფლიოს ჩემპიონატზე "ოქროს გოლის" ავტორის ტრანსფერი 37 მლნ დაუჯდა.
1. ხავი მარტინესი ("ატლეტიკიდან" "ბაიერნში") - 40 მლნ ევრო
2. მარიო გიოტცე ("დორტმუნდიდან" "ბაიერნში") - 37 მლნ ევრო
3. ანდრე შურლე ("ჩელსიდან" "ვოლფსბურგში") - 32 მლნ ევრო
4. მარიო გომესი ("შტუტგარტიდან" "ბაიერნში") – 30 მლნ ევრო
5. გენრიკ მხითარიანი ("შახტარიდან" "დორტმუნდში") – 27,5 მლნ ევრო
5. მანუელ ნოიერი ("შალკედან" "ბაიერნში") – 27,5 მლნ ევრო
7. მეჰდი ბენატია ("რომადან" "ბაიერნში") – 26 მლნ ევრო
8. მარსიო ამოროზო ("პარმადან" "დორტმუნდში") – 25 მლნ ევრო
8. ფრანკ რიბერი ("მარსელიდან" "ბაიერნში") – 25 მლნ ევრო
10. არიენ რობენი ("რეალიდან" "ბაიერნში") – 24 მლნ ევრო
11. ტიაგო ალკანტარა ("ბარსელონადან" "ბაიერნში") – 20 მლნ ევრო