ლიდერ ფსონი: მადრიდში ბრძოლის მორიგ რაუნდს ველით



მოგესალმებით, საფეხბურთო საიტი Goal.Ge იწყებს ახალ რუბრიკას "ლიდერ-ფსონს". მოკლედ მინდა, აგიხსნათ ჩვენი რუბრიკის პრინციპი - ჩემი მიზანია, ევროპის ყველა წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერების მატჩების სრული განხილვა და იდეალური ფსონის შემოთავაზება. საუბარია მხოლოდ ლიდერებზე, გუნდებზე, რომლებიც ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესონი არიან. "ლიდერ-ფსონი" კვირაში სამჯერ განთავსდება და უძლიერესი გუნდების თამაშების გარჩევებს სწორედ ამ სიხშირით შემოგთავაზებთ. გუნდებს, რომლებზეც მე დავწერ, საქართველოში დიდი გულშემატკივართა არმია ჰყავთ და, ალბათ, თითოეული მათგანისთვისაც საინტერესო იქნება მათი საყვარელი გუნდის მატჩების წინასამატჩო მიმოხილვა. გისურვებთ წარმატებებსა და მოგებებს!

ესპანეთი: ატლეტიკო - რეალი

ესპანეთში 2 ლიდერი დაეჭიდება ერთმანეთს. მადრიდის "ატლეტიკო" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. ეს მატჩი მარტო იმით კი არ არის გამორჩეული, რომ ლიდერები თამაშობენს, არამედ ეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო "დერბია". "სამეფო კლუბი" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ბარსელონას", ხოლო "ატლეტიკო" მესამეა და 7 ქულას აგებს ლიდერთან. შეიძლება ითქვას, "რეალს" "წაფორთხილების" უფლება აქვს, აი "როხიბლანკოს" კი - უკვე აღარ. დანაკლისი: მასპინძლები სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან "დერბის", აი, "რეალის" დანაკლისი კი სერიოზულზე სერიოზულია. კარლო ანჩელოტი შემდეგ ფეხბურთელებს მოისაკლისებს: სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, პეპე, ხამესი - ეს ფეხბურთელები გუნდს ტრავმის გამო დააკლდება, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო "მერენგუესს" მარსელო ვერ დაეხმარება. გუნდების ამჟამინდელი ფორმა: პრიმერაში გამრთულ ბოლო 5 მატჩში "ატლეტიკომ" 4 მოიგო, ხოლო 1-ში დამარცხდა და ისიც "კამპ ნოუზე". რაც შეეხება "რეალს", მადრიდელებს 5-ვე მოგებული აქვთ. საინტერესო ფაქტები: ● 155 ნათამაშები მატჩიდან, "რეალმა" 85-ჯერ დაამარცხა მეტოქე, ხოლო 37-ჯერ დამარცხდა. ● "ბლანკოსს" 21 ტურის შემდეგ ჯერ ფრე არ უთამაშია. ბოლო მატჩი: გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს 15 იანვარს შეხვდნენ და მაშინ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა, ამ ფრის წყალობით "ატლეტიკომ" თასის მეოთხედფინალში გაღწევა შეძლო. ჩვენი რჩევა: ძალიან რთულია ასეთ მატჩზე ფსონის გაკეთება, თუმცა ლოგიკასთან ყველაზე ახლოს ალბათ ფრე და მეტი გოლია, თუმცა, თუ ვინმე მოიგებს, ჩემი აზრით, ეს მადრიდის "რეალი" იქნება.
სავარაუდო ანგარიში : 1:2

ინგლისი: სიტი - ჰალი

ინგლისის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი დღეს ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჰალს" უმასპინძლებს და ალბათ ძალიან იოლ გასეირნებას მოიწყობს. დანაკლისი: მასპინძლებს 2 ფრანგი ელაკიმ მანგალა და სამირ ნასრი დააკლდებიან, ასევე გუნდს ვერ დაეხმარება ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე და ბონი ვილფრიდი, რომლებიც კოტ დივუარიას ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის ფინალში არიან. "ჰალის" დანაკლისიც სერიოზულია. საეჭვოა იელავიჩის, დიამეს, როსენიორისა და სნოდგრასის თამაში. გუნდების ამჟამინდელი ფორმა: პრემიერლიგაში გამართულ ბოლო 5 მატჩში "სიტის" საშინელი შედეგი აქვს, ერთადერთი მოგება, 3 ფრე და 1 წაგება. "ვეფხვებს" კი 4 წაგების დარად 1 მოგება აქვთ. საინტერესო ფაქტები: ● ორივე გუნდი გატანილი გოლებიდან ყველაზე ნაკლები საწყის 15 წუტზე მოდის. ბოლო მატჩი: უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს 27 სექტემბერს შეხვდნენ, მაშინ "სიტიმ" 3-2 დაამრცხა მასპინძელი "ჰალი", ერთ-ერთი გოლი ლეგენდარული ფრენკ ლამპარდის ანგარიშზეა. ჩვენი რჩევა: "სიტი" ამ მატჩს ძალიან იოლად მოიგებს და ვიმედოვნებ, რომ დიდი ანგარიშითაც.
სავარაუდო ანგარიში : 4:0

გერმანია: შტუტგარტი - ბაიერნი

გერმანიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბაიერნი" დღეს "შტუდგარტს" ეწვევა და მეორე წრეში პირველი გამარჯვებისათვის იბრძოლებს. გუნდებს განსხვავებული ამოცანები აქვთ, მასპინძლები ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო სტუმრები ჩემპიონობისთვის. დანაკლისი: დანაკლისი ორივე გუნდს სერიოზული აქვს. მასპინძლებს დააკლდება რუდიგერი, დიდავი, გრუეცო, ხოლო სტუმრებს ვერ დაეხმარებიან ლამი, ხავი მარტინესი, რაფინია, რიბერი და ტიაგო. ამ ფეხბურთლებს ტრავმა აწუხებთ, ხოლო დისკვალიფიკაცია აქვს ბოატენგს. გუნდების ამჟამინდელი ფორმა: მეორე წრის დაწყებიდან 2 ტური გაილია და "ბაიერნს" ჯერ მოგება არ აქვს, გუნდმა პირველი მატჩი 4-1 წააგო "ვოლფსბურგთან", ხოლო გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "შალკეს" ვერ მოუგო. "შტუდგარტიც" ცუდ დღეშია, გუნდმა საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგთან" დათმო მატჩი, ხოლო წინა ტურში სტუმრად "კიოლნს" ფრე ეთამაშა. ბოლო მატჩი: გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს 2014 წლის სექტემბერში შეხვდნენ და მაშინ მასპინძელმა "ბავარიამ" 2 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ჩვენი რჩევა: "ბაიერნი" ამ მატჩს უპირობოდ მოიგებს, უკვე დროა, რომ "რეკორდმაისტერმა" გამარჯვების გემო გაიხსენოს.
სავარაუდო ანგარიში : 0:2

იტალია: იუვენტუსი - მილანი

წლების წინ ეს მატჩი მსოფლიოს ყურადღება იქცევდა, თუმცა "მილანი" იმდენად დასუსტდა, რომ ბუქმეიქერები "იუვენტუსის" მოგებაზე 1,3 კოეფიციენტს გვთავაზობენ, რაც ძალიან ცოტაა და ნათლად გამოხატავს ერთი და მეორე კლუბის შესაძლებლობას. გუნდების ამჟამინდელი ფორმა: "იუვენტუსი" ბრწყინვალე ფორმაშია და ტურიდან ტურამდე ზრდის სხვაობას "რომასთან". გასულ 5 ტურში "სინიორამ" 11 ქულა მოაგროვა. "მილანმა" კი ბოლო 5 მატჩში 1 მატჩი მოიგო, ხოლო 3 მატჩი დათმო. საინტერესო ფაქტები: ● "იუვენტუსს" ზედიზედ 5 მატჩიანი მოგებათა სერი აქვს "მილანთან". ● უკანასკნელად, როცა "როსონერიმ" "სინიორა" დაამარცხა, ალეგრი ჯერ კიდევ "მილანის" მწვრთნელი იყო. ბოლო მატჩი: უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს "სან სიროზე" შეხვდნენ და ის მატჩი "იუვემ" 0-1 მოიგო, მატჩის ერთადერთი გოლი კარლოს ტევესის ანგარიშზეა. ჩვენი რჩევა: ორივეს გატანა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ისე კი ალბათ "იუვენტუსმა" უნდა მოიგოს, გამომდინარე იქიდან, რომ "მილანი" ძალიან სუსტია.
სავარაუდო ანგარიში : 3:1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამოსი ზიდანის შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ზინედინ ზიდანის შესაძლო გათავისუფლებაზე ფეხბურთელთა პოზიციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:58

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მეოთხე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მეთხე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:44

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მესამე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მესამე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:37

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა მეორე ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა მეორე ხუთეული დაასახელა.

დღეს, 22:32

ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა პირველი ხუთეული ცნობილია

გამოცემა France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა პირველი ხუთეული დაასახელა.

დღეს, 21:56

მოჯიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერს მწვერვალზე დააბრუნებს

"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:48

კვლავ დაგვიანება - დორტმუნდში სანჩოს განაჩენი გამოუტანეს

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო დასაჯა.

დღეს, 21:43

რონალდუ: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ბურთი არ არის"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივთან" მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:37

იუვენტუსის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 21:32

რონალდუ: "აი, რა მაძლევს ვარჯიშისა და მოედანზე გასვლის მოტივაციას"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:54

მერტენსს სერიოზული მსურველი ჰყავს - ბელგიელი ნაპოლიდან წავა?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

დღეს, 20:49

პსჟ მზადაა ერიქსენის გამო ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"პსჟ" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისადმი იჩენენ ინტერესს, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

დღეს, 20:45

მილანი დონარუმას იანვარშივე გაყიდის? - სერიოზული მსურველი გამოჩნდა

ფინანსური პრობლემების გამო, "მილანი" შესაძლოა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას დათანხმდეს.

დღეს, 20:40

ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება - გვარდიოლამ სანეს შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "სიტის" შემტევი, ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 20:32

ევროპული გრანდი, რომელსაც რაიოლამ იბრაჰიმოვიჩი შესთავაზა

არ არის გამორიცხული, "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 19:54

სოლსკიაერმა მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

დღეს, 19:49

ზღაპრული შეთავაზება სტერლინგს, დეტალები ცნობილია

"სიტი" მზადაა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

დღეს, 19:45

მოლაპარაკებები გაიმართა - ზიდანის შემცვლელი შერჩეულია

როგორც იწერება, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გათავისუფლების პირასაა.

დღეს, 19:40

სკანდალი ინგლისში - რატომ გაათავისუფლა კლუბმა მწვრთნელი?

ინგლისურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სკანდალური მიზეზის გამო გაათავისუფლა.

დღეს, 19:35

ჩელსიმ ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსიმ" ოლივიე ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:20

შირერი: "რეშფორდს ერთი პრობლემა აქვს - ის საშუალო დონის გუნდში თამაშობს"

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა:

დღეს, 17:15

ეროვნული ლიგა - სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლს ასახელებს.

დღეს, 17:12

კუმანი ბარსელონაში - შესაძლო გარიგების ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" რონალდ კუმანის სახელი დუაკავშირა.

დღეს, 17:01

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 16:57

ლაუტარო ბარსელონაში? ინტერის პოზიცია ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 16:51

როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, 16:43

კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Daily Mail-ის ცნობით, ხუან კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:38

პიანიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, იუვეს ლიდერია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისი აზრით, გუნდის ლიდერია:

დღეს, 16:28

უოსპსმა და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

დღეს, 16:23

ვალვერდეს კონტრაქტი 2020 წელს ავტომატურად გახანგრძლივდება?

Mundo Deportivo-მ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტის თაობაზე საინტერესო დეტალი გაავრცელა.

დღეს, 16:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10