» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ქურდაძე: " ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი! "



თბილისის "საბურთალოს" ახალგაზრდა გოლკიპერი, ბექა ქურდაძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება საქართველოში, ის საქართველოს 17 და 19-წლამდეთა ნაკრებების წევრია და სტაბილური თამაშით გამოირჩევა. ახლა ფეხბურთელი "საბურთალოსთან" ერთად თურქეთში იმყოფება შეკრებაზე. GOAL.GE მას სწორედ თურქეთში დაუკავშირდა. ბექა, როგორ ხარ? როგორ ფორმაში ხარ? მადლობთ, კარგად. ახლა თურქეთში ვარ შეკრებაზე და მაქსიმალურად ვცდილობ, სეზონის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდე. შეკრების დასრულებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ვეცდები ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენო. "საბურთალოში" რჩები თუ აპირებ სადმე გადასვლას? ჯერ - ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან "საბურთალოსთან" ერთად დიდი მიზნები მაქვს დასახული. როგორი სიტუაციაა "საბურთალოში" და რა არის გუნდის მიზანი უახლოეს მომავალში? "საბურთალო" ერთ დიდ მუშტად და ოჯახად შეკრული გუნდია, სადაც საოცარი ატმოსფერო სუფევს, რომლის მთავარი შემოქმედი გიორგი ჭიაბრიშვილია. ის არამარტო კარგი მწვრთნელი, არამედ შესანიშნავი ფსიქოლოგიცაა. მე პირადად მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვხვდები, რომ ყოველდღე ვვითარდები. ჩვენ, ასევე ძალიან კარგი ხელმძღვანელობა გვყავს, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეგვიწყონ, რომ კარგ ფეხბურთელებად ჩამოვყალიბდეთ. რაც შეეხება გუნდის მიზანს - ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია და დარწმუნებული ვარ ამ მიზანს შევასრულებთ და ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ. რამდენწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ გუნდთან? "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ, თუ რომელიმე კლუბიდან რაიმე სერიოზული წინადადება იქნება, ეს გუნდი წასვლაში ხელს არ შემიშლის. "საბურთალოდან" ბევრი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი წავიდა სხვა უფრო სახელიან გუნდებში სათამაშოდ. თქვენი აზრით, სწორი პოლიტიკით მიდის წინ "საბურთალო"? "საბურთალოს" მიზანი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, გუნდი სწორი გზით მიდის და ქართულ ფეხბურთს დიდ სამსახურს უწევს. რა არის თქვენი მიზანი უახლოეს მომავალში? ჩემი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია, სადაც დიდ გამოცდილებას მივიღებ. ასევე, ჩემი მიზანია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ელიტრაუნდი წარმატებით დავასრულო. თქვენ 17 და 19-წლამდეთა ნაკრებში გაქვთ ნათამაშები და ამ ასაკობრივი ნაკრებების წევრად მიიჩნევით. რეალურად, რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ხართ დღესდღეობით და რამდენად იმსახურებთ ეროვნულ გუნდში თამაშს? დღესდღეობით, რა თქმა უნდა, იმ ფორმაში არ ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ მალე ყველაფერს დავამტკიცებ. უახლოეს ხანში აპირებ უცხოეთში წასვლას თუ საქართველოში რჩები? ჯერ ჯერობით საქართველოში ვრჩები. რამდენად კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია პირველ ლიგაში? ვფიქრობ, რომ პირველ ლიგაში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ არიან სუსტებიც. რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონეზე? ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია, მაგრამ მჯერა, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება. რას ჰპირდებით ქართველ გულშემატკივრებს? ვპირდები და ვეცდები, რომ საქართველო ვასახელო და ჩემი ქვეყნის სახელი შორს გავიტანო. ყველანაირად ვეცდები გავუმართლო იმედები ჩემს გულშემატკივრებს და დიდ მწვერვალებს მივაღწიო. ქართველო ძნელია, მაგრამ აუცილებელიც! მოამზადა გუკა მელქაძემ, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 17:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10