» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

კაჭარავა: "ცხინვალის მიზანი ევროტურნირებაზე გასვლაა"



ცხინვალის შედეგი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ამ გუნდის მაქსიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა, მაგრამ კახა კაჭარავას შეგირდები ზამთრის შესვენებას ლიდერთა შორის შეხვდნენ და გუნდში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც აპირებენ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ცხინვალელთა დამრიგებელს თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ვესაუბრეთ და სანამ საკლუბო ამბებს დავეკითხებოდით, 2017 წელს საქართველოში გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. "დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ხალხს, ვისი დამსახურებაცაა ის, რომ საქართველო ასეთი დონის ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ვიცი, ჩემპიონატის მატჩები პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევროსპორტზე. ასე რომ, საქართველო საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იქნება. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ყველას ვანახოთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ." თურქულ შეკრებას როგორ შეაფასებთ? ნაყოფიერად მოვემზადეთ, ჩავატარეთ რამდენიმე საკოტროლო თამაში. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო როგორც ფიზიკური მომზადების კუთხით, ასევე ფეხბურთელების შეთამაშების მხრივაც. მაშინ, როდესაც პირველმა წრემ პრაქტიკულად 12 ფეხბურთელის ზურგზე გადაიარა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მოთამაშემაც დაგტოვათ. ეს ჩემპიონატის მეორე ნახევარში საკადრო პრობლემებს არ შეგიქმნით? ეს მართლაც პრობლემაა, მაგრამ გარკვეული შევსება მაინც გვაქვს. ავიყვანეთ გამოცდილი დავით იმედაშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ გაგრადან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდი უკვე შეთამაშებული იყო, ახლა კი, ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. მაგრამ ეს არ გვაშინებს. ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, დაახლოებით, თანაბარი დონის 18-20 ფეხბურთელი რომ გვყავდეს, მაგრამ არსებული რესურსით უნდა გავიდეთ ფონს. დაფინანსების მხრივ ხომ არ არის უკეთესობა? ეს ის სფეროა, რომელიც ჩემს კომპენტენციაში არ შედის და ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხელფასები და პრემიები დროულად გაიცემა და დავალიანება არ არის. თუმცა, მთლიანობაში კლუბებს გაცილებით მეტი ყურადღება რომ სჭირდებათ, ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი არ იქნება. სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კლუბებს. როგორ შეაფასებდით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას? ერთი რამ ფაქტია: ახლა გაცილებით მეტ ახალგაზრდას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და ეს ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ გუნდებს სათანადო ყურადღება თუ არ მიექცა, მნიშვნელობა აღარ ექნება, რომელ ლიგაში რამდენი გუნდი გვეყოლება. პირველი წრის შემდეგ მეხუთე ადგილზე ხართ და რეალურად შეგიძლიათ ევროსაგზურისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, მიზანი ევროტურნირზე ასპარეზობაა. მართალია, კონკურენტი ბევრი გვყავს, მაგრამ პირველ წრეში ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და შედეგმა, ასევე, შესვენებისას ჩატარებულმა სამუშაოებმა ნამდვილად მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩემპიონატის სამეულში დასრულებაზე ვიფიქროთ. ჩემპიონატთან ერთად, თასის გათამაშებაშიც წარმატებით გამოდიხართ, მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე ვიტ ჯორჯია იქნება. ეს ბარიერი გადაულახავად არ უნდა გეჩვენებოდეთ. არც თასზე ვაპირებთ რაიმეს იოლად დათმობას. ვიტ ჯორჯია გამოცდილი გუნდია და ორი რთული შეხვედრა გველის, მაგრამ თასის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, შანსი ყველა გუნდს აქვს. ნაკრების მთავარ მწვრთნელად თქვენი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი კახა ცხადაძე დაინიშნა. რას უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებლისგან? კახა მშრომელი და პროფესიონალი ადამიანია. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დონის ფეხბურთელები ითამაშებენ გუნდში. სხვა შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან გაჭირდება. მთლიანობაში კი, ფეხბურთი კომპლექსურად თუ არ განვითარდა, მხოლოდ ნაკრების წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნება. პაატა ძნელაძე , GFF.GE ფოტო: ნინო გელაშვილი, GOAL.GE  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 16:10

კარაგერი: "ლივერპული უფრო ოთხეულისთვის იბრძოლებს, ვიდრე ჩემპიონობისთვის"

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი, გუნდის საჩემპიონო შანსებს ძალიან სკეპტიკურად აფასებს.

დღეს, 15:59

ოფიციალურად: არსენალმა ბერნდ ლენოს რეზერვი მეკარე დაიმატა

„არსენალმა“ „ბრაიტონის“ გოლკიპერის, მეტიუ რაიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 15:54

პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც სტუმრად ორი სხვადასხვა ჩემპიონი დაამარცხა

2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად, „ლივერპული“ პრემიერ ლიგაში „ენფილდზე“ დამარცხდა.

დღეს, 15:51

სანე: "თავში პატარა გვარდიოლა მეჯდა და მკარნახობდა, რა გამეკეთებინა"

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 15:48

"ზაფხულამდე, ნაგელსმანზე არც იოცნებოთ", - ლაიპციგი ახალგაზრდა სპეციალისტს ჩელსიში არ გაუშვებს

ლონდონის „ჩელსი“ ფრენკ ლამპარდის ჩანაცვლებას ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანით ისურვებდა.

დღეს, 15:44

გადაწყვეტილია! არსენალი რეალის კიდევ ერთ ნახევარმცველს იმატებს

ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, რომ მარტინ ოდეგორი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 15:40

პრემიერ ლიგის ანტირეკორდი! რამდენი უგოლო დარტყმა განახორციელა ლივერპულმა ბოლო მატჩებში?

„ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ, „ლივერპულის“ უგოლო სერია უკვე 4 მატჩს შეადგენს.

დღეს, 15:33

ოფიციალურად: მილანმა ჩელსის მცველი დაიმატა

ახალგაზრდა ინგლისელი მცველი კარიერას აპენინებზე გააგრძელებს.

დღეს, 15:17

სადისციპლინო კომიტეტმა ლეო მესის დისკვალიფიკაციის აპელაციაზე განაჩენი გამოიტანა

„ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესი, გუნდს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

დღეს, 15:15

არსენალი ინტერს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

ლონდონის "არსენალი" "ინტერთან" ფეხბურთელების იჯარით გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.

დღეს, 13:42

გლადბახის თავდამსხმელი პოლიციას სახურავიდან გაექცა, მაგრამ მაინც დააკავეს

20 იანვარს, გერმანიის პოლიციამ ქალაქ ესენის რესტორან "ბალდენაიზში" სპეცოპერაციის ჩატარება დაადასტურა.

დღეს, 13:36

ფრეიშა: "ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ არის ბარსელონაზე მნიშვნელოვანი"

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ ფორვარდ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 13:05

სუარესი მესის გაუთანაბრდა - რა ვითარებაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ლა ლიგის მე-19 ტურში "ეიბარს" (2:1) დუბლი შეუსრულა.

დღეს, 13:00

"ტრანსფერებში რეალი ვერასოდეს გვაჯობებს", - ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ "რეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:54

"პოგბა 2020 წელს ბრუნოს ჩრდილში თამაშობდა", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, პოლ პარკერმა ამ სეზონში პოლ პოგბას ასპარეზობა შეაფასა.

დღეს, 12:51

ბარსელონა პსჟ-ს წარმომადგენლების საქციელით აღშფოთებულია

"ბარსელონაში" ლიონელ მესის თაობაზე გაკეთებული განცხადებები უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.

დღეს, 12:37

კარაგერი: "ლივერპულისთვის ახლა უმჯობესია ოთხეულზე იფიქროს და არა ჩემპიონობაზე"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა "ბარნლისთან" მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:31

კლოპი: "ამ დროისთვის საჩემპიონო ბრძოლაზე არც კი ვფიქრობთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "ბარნლისთან" (0:1) განცდილ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 12:07

ვეინალდუმი: "რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ვერ იტანს გოლს ლივერპული"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა გუშინდელი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:54

ნაგელსმანი ლამპარდის შემცვლელად? - ლაიფციგმა ჩელსის პასუხი შეუთვალა

მოგეხსენებათ, "ჩელსი" ფრენკ ლამპარდის შემცვლელად "ლაიფციგის" თავკაცს, იულიან ნაგელსმანს განიხილავს.

დღეს, 11:50

"მანჩესტერი სწორედ ასეთ ფორვარდს ეძებდა", - სოლსკიაერმა კავანი შეაქო

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 11:19

"ამ ტრანსფერის შესაძლებლობას განვიხილავთ", - ბაიერნში ადასტურებენ

"ბაიერნის" დირექტორმა "ლაიფციგის" მცველ დაიოტ უპამეკანოსადმი ინტერესი დაადასტურა.

დღეს, 11:11

"ჩემი ბრალია", - კლოპმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

დღეს, 11:04

ოფიციალურად: მილიკმა ნაპოლი დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა

"ნაპოლის" პოლონელი თავდამსხმელის, არკადიუშ მილიკის სატრანსფერო საგა საბოლოოდ დასრულდა.

დღეს, 10:48

მე-7 გოლკიპერი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლი გაიტანა

"ეიბარის" გოლკიპერმა, მარკო დიმიტროვიჩმა ლა ლიგის მე-19 ტურში "ატლეტიკოს" გოლი გაუტანა.

დღეს, 10:43

სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]

„ბარსელონამ“ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში „კორნელია“ გაჭირვებით, დამატებით დროში, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

მეკარის მიერ გატანილმა პენალტმა ეიბარი მარცხისგან ვერ იხსნა - სუარესის დუბლი! [VIDEO]

ლა ლიგის მე-19 ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „ეიბარს“ 2:1 მოუგო.

დღეს, 02:21

VIDEO: ბარსელონამ სათასო შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა

სათასო მატჩში „ბარსელონამ" ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

დღეს, 02:12

დიდებული სერიის დასასრული: როდის ჰქონდა ლივერპულს ბოლოს ენფილდზე წაგება?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

დღეს, 01:54
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10